რომან გოცირიძე - ეუთო/ოდირს მოვახსენებთ, როგორ ასრულებენ მათ რჩევებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს ხვალ შეხვდება.

მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა.

„შეხვედრა არის დაგეგმილი და ნურავინ გვასწავლის, ვის შევხვდეთ და ვის არ შევხვდეთ. ეუთო\ოდირთან საუბრის მთავარი თემა იქნება, რომ უმეტესი მათი რჩევებისა პარლამენტმა არ გაითვალისწინა. საარჩევნო კოდექსში კვლავ დარჩა მოსყიდვის, დაშინების, მუქარის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და უამრავი სხვა ბერკეტები, რომელიც ამ არჩევნებს ხდის უსამართლოს და რომელიც ამ არჩევნებში არ იძლევა თანასწორი კონკურენციის შანსებს. ამას მოვახსენებთ ეუთო/ოდირს, როგორ ასრულებენ მათ რჩევებს”, - განაცხადა გოცირიძემ.

მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეხვდებიან.

„შესაძლებელია, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრა, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი გამოხატავენ მზაობას, შეხვდნენ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ვინაიდან ეს არის დემოკრატიის ნაწილი, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს მმართველ პარტიასთან ერთად ესაუბრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც არ უნდა კრიმინალური წარსული ჰქონდეთ მათ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა