„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ექიმის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ „საქმე შეკერილია“

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის დაკავებული ექიმის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ სასამართლომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს, ან უკიდურეს შემთხვევაში მათ მიმართ გირაო გამოიყენოს.

როგორც ჯანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ექიმების მიმართ „შეკერილია“.

„ჩვენი მოთხოვნა სასამართლოსთვის იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იყოს გამოყენებული, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსს და არ არის დანაშაული. შესაბამისად, ჩვენი პირველადი მოთხოვნა იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ გამოიყენონ და გათავისუფლდნენ ისინი სხდომის დარბაზიდან. დარწმუნებული ვარ მოსამართლის გონიერებაში და კვალიფიციურობაში, მაგრამ თუ

ის მაინც ჩათვლის, რომ პროკურატურის წარმოდგენილი ბრალი არის ჭეშმარიტება, ამ შემთხვევაში ალტერნატივის სახით ვთავაზობთ გირაოს“, - განაცხადა ჯანუაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული მხარე აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს.

„წარმოუდგენელ რამეს ამბობს დაზარალებული მხარე, არსებობს თარიღი, არსებობს ლიცენზია, ჯანდაცვის სამინისტრო და ის უწყებები, რომელმაც ეს ლიცენზიები გასცა. წარმოუდგენელია რაიმე ჩარევა ყოფილიყო და ლიცენზიები ახლა გაეცათ. ამიტომ, ეს იგივენაირი აბსურდია, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმე ამ სამი ადამიანის მიმართ შეკერილი, წარმოებული. ეს არის სრული აბსურდი ყოველგვარ სამართლებრივ, შინაარსობრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ექიმის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ „საქმე შეკერილია“

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის დაკავებული ექიმის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ სასამართლომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს, ან უკიდურეს შემთხვევაში მათ მიმართ გირაო გამოიყენოს.

როგორც ჯანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ექიმების მიმართ „შეკერილია“.

„ჩვენი მოთხოვნა სასამართლოსთვის იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იყოს გამოყენებული, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსს და არ არის დანაშაული. შესაბამისად, ჩვენი პირველადი მოთხოვნა იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ გამოიყენონ და გათავისუფლდნენ ისინი სხდომის დარბაზიდან. დარწმუნებული ვარ მოსამართლის გონიერებაში და კვალიფიციურობაში, მაგრამ თუ

ის მაინც ჩათვლის, რომ პროკურატურის წარმოდგენილი ბრალი არის ჭეშმარიტება, ამ შემთხვევაში ალტერნატივის სახით ვთავაზობთ გირაოს“, - განაცხადა ჯანუაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული მხარე აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს.

„წარმოუდგენელ რამეს ამბობს დაზარალებული მხარე, არსებობს თარიღი, არსებობს ლიცენზია, ჯანდაცვის სამინისტრო და ის უწყებები, რომელმაც ეს ლიცენზიები გასცა. წარმოუდგენელია რაიმე ჩარევა ყოფილიყო და ლიცენზიები ახლა გაეცათ. ამიტომ, ეს იგივენაირი აბსურდია, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმე ამ სამი ადამიანის მიმართ შეკერილი, წარმოებული. ეს არის სრული აბსურდი ყოველგვარ სამართლებრივ, შინაარსობრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო