ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო

5 აგვისტოს ღონისძიებაზე Samsung-მა ბოლო მოუღო ყველანაირ ჭორებს, ლიქსებს (leaks), მომხმარებლების მოლოდინს და ოფიციალურად წარადგინა ნოუთ სერიის ფლაგმანები: Galaxy Note 20 და Note 20 Ultra.

Galaxy Note 20 Ultra არის მოწყობილობა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე აწესებს სტანდარტს - თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი. ის წარმოდგენილია უზარმაზარი, 6.9 ინჩიანი 120 ჰერციანი დინამიური AMOLED (ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა - 91.6%) უსაზღვრო ეკრანით, რომლის პიქსელების სიმჭირდოვე არის 508 ppi და აქვს უზარმაზარი 4500 mAh-იანი აკუმულატორი. უმცროსი მოდელისგან განსხვავებით აქ ასევე გვხვდება რევოლუციური, 108 MP-იანი კამერა (წინა კამერა 10MP) უსწრაფესი ლაზერული ავტო ფოკუსითა და ოპტიკური სტაბილიზაციით, რომელიც შესანიშნავ, დამახასიათებელ მკვეთრ ფერებს, იდეალურ დინამიკურ დიაპაზონსა და მაღალ დეტალიზაციას გვთავაზობს. სმარტფონს აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ვიდეო 8K რეზოლუციით, რაც დღემდე არც ერთი კონკურენტი კომპანიის გაჯეტში არ გვხვდება. მეორე კამერა წარმოდგენილია 12 MP-იანი სენსორით, რომელსაც შეუძლია მოაახლოვოს ფოტო ობიექტი ოპტიკურად (ხარისხის დაკარგვის გარეშე) 5-ჯერ და ჰიბრიდულად 50-ჯერ, რაც ფანტასტიკური შედეგია! რაც შეეხება მესამე კამერას, ის წარმოდგენილია 12 MP-იანი ულტრაგანიერი ლინზით, რომელიც იდეალურია ჯგუფური ფოტოებისა და დიდი შენობების სრულიად ახალი პერსპექტივით გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 20 Ultra არის პირველი სმარტფონი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 7-ით, რაც მას ყველაზე გამძლე სმარტფონად აქცევს.

Galaxy Note სერია რა თქმა უნდა წარმოუდგენელია S Pen-ის გარეშე. ყველა ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვასთან ერთად Samsung-მა ახალი ნოუთის S-Pen კიდევ უფრო გააუმჯობესა და შეყოვნების დრო 42 მილიწამიდან 12 მილიწამამდე დაიყვანა. აღნიშნული გაუმჯობესება S pen-ის მოხმარებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის, როგორც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე კრეატიული მიდგომების მოყვარული ადამიანებისათვის.

რაც შეეხება უმცროს მოდელს Galaxy Note 20-ს, მისი ეკრანი 6.7 ინჩიან უსაზღვრო სუპერ AMOLED ეკრანით არის წარმოდგენილი, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 393 ppi. მისი მთავარი კამერა Ultra მოდელისგან განსხვავებით 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, მაგრამ დიდი ძმის იდენტურად ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. Note 20-ის მეორე კამერა ტელეფოტო 64 MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და მას გადასაღები პეიზაჟის ოპტიკურად 3-ჯერ , ხოლო ჰიბრიდული ზუმით 30-ჯერ დაახლოვება შეუძლია. მესამე, ულტრაგანიერი კამერა 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, სმარტფონის აკუმულატორი კი 4300 mAh-ს შეადგენს.

ორივე გაჯეტში გვხდება ახალი, Exynos 990-ის პროცესორები, რაც Samsung-ის შესანიშნავ პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად, მათ მსოფლიოში უსწრაფეს სმარტფონად აქცევთ. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, Galaxy S20-ში გვხვდება 8, ხოლო Ultra მოდელში 12 GB-იანი ვარიანტები, რაღა თქმა უნდა ორივე სმარტფონს აქვს სტერეო დინამიკები და IP68 სერტიფიკაცია.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ Samsung-მა ღონისძიებაზე ასევე წარადგინა ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live, საათი Galaxy Watch3 და ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი კეცვადი ეკრანით Galaxy Z Fold 2.

Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები 6 აგვისტოს დაიწყო და საჩუქრად უახლესი უსადენო ყურსასმენი, Galaxy Buds Live მოყვება. წინასწარი შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში (ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი); ასევე, თქვენ გაქვთ საშუალება ჩაერთოთ Trade-In აქციაში, მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი და მიიღოთ განსაკუთრებული ფასდაკლება ახალ ფლაგმანზე.

გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და მას ემსახურება ავტორიზებული სერვის ცენტრი. იგი ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან. ამიტომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.

გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)