პრემიერის ინფორმაციით, გერმანიის მიმართულებით 11 აგვისტოს რეისი განხორციელდება, რომლითაც სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც განათლებას იღებენ ან მუშაობენ ევროპაში და ბოლო პერიოდში გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა შეექმნათ, მთავრობა დაეხმარება. პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიის მიმართულებით 11 აგვისტოს რეისი განხორციელდება, რომლითაც სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება.

„სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება არა მხოლოდ საქართველო, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც. ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად, გადაადგილების პრობლემა შეექმნა. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ ჩარტერული რეისი უზრუნველყო და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ბერლინში ერთი რეისი გავაკეთეთ. ახლა დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს დავავალო, რომ სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთი რეისი. ასევე იყო რამდენიმე კომენტარი და რამდენიმე თხოვნა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიმღები ჩვენი ახალგაზრდების შესახებ, იდენტიფიცირება მოვახდინოთ იქ რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“,-განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო