„რუსთავის აზოტი“ ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „რუსთავის აზოტის“ ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლიბანის დედაქალაქ ბეიურთში, აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქედან, რომ სს „რუსთავის აზოტი“ ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები.

სს ,,რუსთავის აზოტი" , რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს ქვეყანაში, აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე, რომელიც ლოკალური ნებართვით და საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება, ინახება და გადის ექსპორტზე.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბეირუთში ეს ნიტრატი 2013 წლიდან ინახებოდა, რაც მისი უსაფრთხოდ შენახვის ნორმების უხეში დარღვევაა, მითუმეტეს, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს