ნათია თურნავა - ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ. კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული ქვეყანა ვართ, რაც არაერთხელ ასახულა საერთაშორისო რეიტინგებში. რაც შეეხება ნებისმიერი მაღალი რანგის აქტს, რაც მიღებულია დღემდე ან მიიღება აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურაში, იქ პირველ რიგში ასახულია ის პროგრესი, რაც გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომლის სახელწოდებაა „2021 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, ერთ-ერთ თავში სახელწოდებით - „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერის შესახებ ანგარიში“ მოიცავს პუნქტს, რომლის თანახმადაც, აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დემოკრატიული ღირებულებების მიმდინარე განვითარებაში, საარჩევნო რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე და ძალისხმევაში, რომ საქართველოს კერძო სექტორმა შეასრულოს საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტები, მათ შორის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიღებისა და დაცვის სახით.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“