მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი ანტიკრიზისული პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და 400 მილიონი ლარის ღირებულების ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქტიშვილის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, ნოემბერი - დეკემბერი-იანვარი-თებერვლის თვეებში კვლავ დაიფარება იმავე კატეგორიისა და რაოდენობის ოჯახების კომუნალური გადასახადები, როგორც ეს აქამდე გაკეთდა. ამასთანავე, ცქიტიშვილის შეფასებით, ახალი ანტიკრიზისული პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და 400 მილიონი ლარის ღირებულების ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს.

„ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ფართო წრე ყოფილიყო იმ პირების, ვისაც სახელმწიფო დაეხმარებოდა და 17 წლის ჩათვლით ბავშვების მქონე ოჯახები, რა თქმა უნდა, არიან ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იმ დახმარებისა, რასაც სახელმწიფო გაიღებს. 200 -ლარიანი პაკეტი თითო ბავშვზე არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ოჯახებისთვის, განსაკუთრებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

გარდა ამისა, კომუნალური გადასახადი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ოჯახებისთვის. 1 200 000 ოჯახმა ისარგებლა ელექტროენერგიისა და წყლით სარგებლობის გადასახადის ნაწილში. დაახლოებით, 700 ათასმა ოჯახმა ისარგებლა გაზის გადასახადის სუბსიდირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ზამთრის პერიოდი არ იქნება მარტივი, შესაბამისად, ზამთრის პერიოდის განმავლობაში და მათ შორის ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი იქნება 4 თვე, როდესაც დაიფარება ამავე კატეგორიის, ამავე რაოდენობის ოჯახების კომუნალური გადასახადები. მე ასევე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდის ფონდში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან გაკეთებული შემოწირულობა, 130 მილიონის ოდენობით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დახმარების პაკეტის, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ დავხმარებოდით 17 წლამდე ასაკის ბავშვებს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დაეხმარება იმ სტუდენტებსაც, რომლებიც კორონავირუსის მიერ შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულები გახდნენ უნივერსიტეტში სტატუსი შეეჩერებინათ.

„ასეთ სტუდენტებზე იქნება გათვალისწინებული ის დახმარება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გადაიხადონ სწავლის საფასური 2020 წლის სასწავლო წლისთვის და გააგრძელონ სწავლა შემდგომ წელს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ახალი სტუდენტებისთვის, რომლებიც ასევე იმ ოჯახებში ცხოვრობენ, რომელთა სოციალური ქულა არ აღემატება 150 ათასს, იქნება შეთავაზებული სწავლის გადახდის დაფინანსება.

ჩვენი მთავარი ზრუნვა არის ის, რომ კრიზისმა არ შეაფერხოს ახალგაზრდების განვითარება, არ შეაფერხოს მათი განათლება, მისცეს საშუალება ისწავლონ და დაეუფლონ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო