სერგი კაპანაძის განცხადებით, ბოსტნეულის დარიგებით ამომრჩევლის მოსყიდვა უტყუარი მტკიცებულებაა, როგორ მძიმე მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა ბოსტნეულის დარიგებით ამომრჩევლის მოსყიდვა არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც შესაბამისად ისჯება.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ კადრები თუ როგორ ახდენს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვას მისთვის სხვადასხვა ბოსტნეულის - კიტრის, პომიდვრის და ა.შ დარიგების გზით. ეს არის პირდაპირ ქართული კანონმდებლობის დარღვევა და ისჯება ქართული კანონმდებლობით და ამაზე აუცილებელი არის რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან. ბუნებრივია, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ ეს რეაგირება მოხდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ამ ფაქტს ვაპირებთ, რომ მივცეთ რეაგირება და მივაწოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს.

დღეს, მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ვხვდებით ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს და მათ შორის, ამ ფაქტზე გვექნება საუბარი.

ეს ფაქტი არის ძალიან კარგი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, როგორ მძიმე მდგომარეობაში არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არაფერის შეთავაზება საზოგადოებისთვის არ შეუძლია გარდა ასეთი იაფი მოსყიდვის. ბუნებრივია, ჩვენ არ ვამტყუვნებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ იმის გამო, თუ რა დღეშიც ჩააგდო ისინი „ქართულმა ოცნებამ“ იმ ძალიან არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რამაც მოიტანა სიღარიბე, უმუშევრობა და დამოკიდებულება ასეთი ტიპის დახმარებებზე. შესაბამისად, ჩვენ ამ მოქალაქეებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. თუმცა, აქვე მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ამ ადამიანებსაც, რომ რაც არ უნდა შესთავაზოს მათ „ქართულმა ოცნებამ“, მათ შეუძლიათ ეს დახმარება აიღონ, ოღონდ ისინი არ არიან ვალდებულები, რომ ამის გამო მათ მისცენ ხმა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნა არის პირდაპირ ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება. მან ეს უკვე სცადა 2018 წელს 2020 წელს ასეთი ტიპის მოსყიდვით ის ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა