გიგა ბოკერია - ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დამცირება

ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაჟღერებული სოციალური შეღავათების დაპირება წინასაარჩევნოდ ამომრჩევნის მოსყიდვის მცდელობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი განცხადებები მოქალაქეების მისამართით დამამცირებელია.

„ეს არის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ქართველ ხალხს სთავაზობს თავის „კლოუნებთან“ ერთად და რაზეც უარს მიიღებს. თუ თავისუფალ ნებას გამოხატავთ, დაისჯებით თუ არა, გადმოგიგდებთ ამ დამამცირებელ "დახმარებასო". რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული პროცესისთვის უაღრესად საზიანოა და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

ბუნებრივია, ყველა წნეხის მეშვეობით ჩვენ ეს რისკები უნდა შევამციროთ. ისე არ გაიგოს ვინმემ, თითქოს ამით არჩევნების ბედი გადაწყდება, ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების დამცირება. გახარიას დღევანდელი განცხადება რომ გავიხსენოთ, სწორედ ეს მოდელი აქვთ. ჩვენი შრომით მოპოვებულ ფულს ისევ წაგართმევთ და მერე გადმოგიგდებთ „დახმარების" სახითო. ამას ყველამ უარი უნდა ვუთხრათ. ეს არის დამამცირებელი მოდელი, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის მხრიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედით ერთობა. ამ მოდელის ნაწილია მოსყიდვის მცდელობა",-განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთელი საზოგადოების მოთხოვნაა, შეწყდეს ხალხის ხარჯზე ფულის ფლანგვა და მათთვის ფულის წართმევა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს