ოჰაიოს შტატის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოჰაიოს შტატის გუბერნატორს, მაიკ დევაინს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუბერნატორს ვირუსის სიმპტომები არ აქვს, ის 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

მაიკ დევაინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც შტატს სტუმრობს, აეროპორტში უნდა დახვედროდა. პროტოკოლის თანახმად, გუბერნატორმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

მაიკ დევაინი აშშ-ის მეორე გუბერნატორია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19-ი ოკლაჰომას შტატის გუბერნატორს, კევინ სტიტსაც დაუდგინდა.

ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ოჰაიოს შტატში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 500 ადამიანი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა