იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელორუსში არსებულ ვითარებაზე, მოახლოებულ არჩევნებში ლუკაშენკოსა და კრემლზე ორიენტირებული მისი ოპონეტების შანსებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობები, „ინტერპრესნიუსი“ უკრაინული „მომავლის ინსტიტუტის“ პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ეროვნებით ბელორუს იგორ ტიშკევიჩს ესაუბრა, რომელიც ლუკაშენკოსთან ოპონირების გამო 10 წლის წინ იძულებული იყო დაეტოვებინა მინსკი და საცხოვრებლად კიევში გადაბარგებულიყო.

- ბატონო იგორ, ბელორუსში მალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. როგორ დაახასიათებდით ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას?

- საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელორუსში მართლაც საინტერესო და უცნაური სიტუაციაა. ერთის მხრივ პოლიტიზირებული გახდა ქალაქის მცხოვრებთა საშუალო კლასი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აპოლიტიკური იყო, მათი რიცხვი ოჯახების წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით მილიონამდეა.

მეორე მხრივ საპროტესტო განწყობები შეიმჩნევა იმათში, ვინც ტრადიციულად ლუკაშენკოს ამომრჩევლებად მიიჩნეოდა. ამგვარი სიტუაცია საკმაო საფრთხის შემცველია ხელისუფლებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელორუსში მართლაც საინტერესო და უცნაური სიტუაციაა... პოლიტიზირებული გახდა ქალაქის მცხოვრებთა საშუალო კლასი, საპროტესტო განწყობები შეიმჩნევა იმათში, ვინც ტრადიციულად ლუკაშენკოს ამომრჩევლებად მიიჩნეოდა

ხელისუფლებას მდგომარეობა ბევრად გაურთულა მსოფლიო პანდემიამ, რომლის პირობებშიც მმართველ გუნდს აშკარად გაუჭირდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ამ ტალღაზე პოლიტიკურ სცენაზე შეეცადნენ გააქტიურებას აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური ძალები და აქამდე ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, რომლებმაც თავისი კამპანიების წარმართვა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულად შეძლეს.

ასე აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ მათი ლოზუნგები საკმაოზე მეტად პოპულისტური იყო. ცხადია, რომ მათი ამოცანა იყო სწრაფად მიეზიდათ თავის მხარეს საზოგადოებაში არსებული საპროტესტო განწყობები. ხელისუფლება შეეცადა ოპონენტების გააქტიურებაზე ჰქონოდა რეაქცია და იგი მათ აქტიურობაზე საკმაოდ არაერთგვაროვნადაც რეაგირებდა.

- 26-ე წელია ბელორუსს ლუკაშენკო ხელმძღვანელობს. სულაც არა გასაკვირი, რომ მას ბევრი ოპონენტი ეყოლებოდა. რადგან მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკოს ოპონენტები გააქტიურებული არიან, იქნებ ცოტა მეტი მოგვითხროთ მათზე, ასევე მათსა და თავად ლუკაშენკოს შანსებზე საპრეზიდენტო არჩევნებში?

- იმ ადამიანების, რომლებიც სულ ახლახან გამოჩდნენ ბელორუსის პოლიტიკურ სცენაზე, ლუკაშენკოს კონკურენტებად მოხსენიება გამიჭირდება. საარჩევნო კომისიამ საკმაოდ ბევრი კანდიდატი დაარეგისტრირა, მათ შორის ყველაზე მეტნაკლებად ცნობილები არიან ტიხანოვსკაია, კანაპატკო, დმიტრიევი, ჩერეჩენი.

ლუკაშენკოს კონკურენტებისთვის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები მათი პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია. ეს ეხება ყველას, ვინც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს.

ლუკაშენკოს კონკურენტებისთვის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები მათი პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია. ეს ეხება ყველას, ვინც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს

თუ ამ წრეს უფრო გავაფართოვებთ დავინახავთ, რომ მათ შორის არიან ცეპკალოსა და ბაბარიკოს გუნდები. ცეპკალო გახლდათ მაღალტექნოლოგიური საწარმოს ყოფილი ხელმძღვანელი, ხოლო ბაბარიკო გახლავთ „გაზპრობანკის“ ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორნი მანამდე ჩემს მიერ დასახელებულებზე გაცილებით წონიანად მიიჩნევიან, მათთვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენისთვის ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკაში ჩაბმისთვისათვის სერიოზული სასტარტო დასაწყისია.

ყველა მათგანს აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები და არჩევნების შედეგების დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით გაჩნდება ახალი პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიზანი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა პოლიტიკური პარტიების როლის გაძლიერების სასარგებლოდ.

ამიტომაც მიიჩნევა, რომ ბელორუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტექნიკურ ხასიათს ატარებს. ფაქტია ისიც, რომ ბელორუსის ამ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურადაა ჩართული რუსეთის ფედერაცია. რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად შეარყიოს ლუკაშენკოს მხარდამჭერთა რაოდენობა და შეასუსტოს მისი მმართველობა და ასე შეძლოს მინსკის დაყოლიება რუსეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციაზე.

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურადაა ჩართული რუსეთის ფედერაცია. რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად შეარყიოს ლუკაშენკოს მხარდამჭერთა რაოდენობა და შეასუსტოს მისი მმართველობა და ასე შეძლოს მინსკის დაყოლიება რუსეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციაზე

- რაც შეეხება ლუკაშენკოსა და მისი ოპონენტების შანსებს თუნდაც იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მათთვის წარმატებული პოლიტიკური სტარტი აღმოჩნდეს, ვის რა შანსები აქვს, მათ შორის თავად ლუკაშენკოს?

- დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე დღეს, ანუ 10 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 60%-ით გაიმარჯვა ლუკაშენკომ.

რაც შეეხება ლუკაშენკოსადმი რეალურ მხარდაჭერას. ახლა მიმდინარე ელექტორალური ბრძალა იმგვარად მიმდინარეობს, რომ არჩევნების შემდეგ ყველაზე აქტუალური იქნება საკითხის ასე დასმა - შეძლო თუ არა ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 50%-ს პლიუს 1-ის მოღება.

ვიმეორებ, ეს ამ არჩევნების საკვანძო საკითხია, ვინაიდან თუ ლუკაშენკომ 50%-ზე მეტი ხმა არ მიიღო, ქვეყანაში არსებული ავტორიტარული სისტემა შეირყევა. თუ მან მაინც შეძლო საკმარისი ხმების მობილიზება ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შემდეგი 5 წელი ლუკაშენკოს ექნება შესაძლებლობა მშვიდად მართოს ქვეყანა.

- ვინც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს, არ გამორჩენია ბელორუსის პარლამენტში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი.

ფაქტია, რომ მისი ეს გამოსვლა მრავალმხრივ იყო საინტერესო და საგულისხმო. მან რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობებზე თქვა, რომ რუსეთის გამო მოძმე ერების ურთიერთობები ახლა მხოლოდ პარტნიორულია. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ვინც არ უნდა იყოს ორივე ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის რანგში, რუსი და ბელორუსი ხალხები განწირული არიან მეგობრობისათვის.

ამ ყველაფერთან ერთად ლუკაშენკომ ბრალი დასდო რუსეთს მინსკის ცენტრში არეულობების მომზადებაში. მისივე მტკიცებით, მილიარდიანი რესურსებია მობილიზებული რუსეთის მიერ, რომ ბელორუსში მოხდეს არეულობები საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ან მის შემდეგ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ლუკაშენკოს მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები?

- ლუკაშენკოსა და პუტინს თბილი და კარგი ურთიერთობები არასდროს ჰქონიათ. მინსკი უკანასკნელი 8 წელია ცდილობს ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. სწორედ ამიტომ დაიწყო მინსკმა აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან, ამერიკასთან. ბუნებრივია, რომ ეს რუსეთს არ მოსწონს. კრემლმა მინსკს რუსეთთან ინტეგრაციის გაღმავებული ფორმატი შესთავაზა, რაზეც ბელორუსმა უარი თქვა.

მინსკმა აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან, ამერიკასთან. ბუნებრივია, რომ ეს რუსეთს არ მოსწონს. კრემლმა მინსკს რუსეთთან ინტეგრაციის გაღმავებული ფორმატი შესთავაზა, რაზეც ბელორუსმა უარი თქვა

ამას მოჰყვა რუსეთის მიერ ბელორუსის წინააღმდეგ დაწყებული ნავთობის ომი, რაც დასრულდა იმით, რომ ბელორუსმა ნავთობის მიღების ალტერნატიული საშუალებები მოძებნა. ახლა რუსეთისთვის ბელორუსში სიტუაცია მარტივი სულაც არაა.

ბელორუსი რუსეთთან ურთიერთობებში ითვალისწინებს კრემლის ქმედებებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მოსკოვს არ მოსწონს რომ მინსკი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გამოდის ევრაზიული ინტეგრაციული პროცესისაგან და სულ უფრო ნაკლებად ხდება რუსეთზე დამოკიდებული.

მინსკი სიფრთხილეს იჩენს, ვინაიდან ახსოვს თუ რა ნაბიჯები გადადგა მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში დაზარალდა არა რუსეთი, არამედ საქართველო და უკრაინა. მაგრამ, საქმე ისაა, რომ მინსკი ვერ იქნება იმის იმედად, რომ მოსკოვი ბელორუსთან მიმართებაში თავის გეგმებზე უარს არ იტყვის.

- სიფრთხილის მიუხედავად, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ მინსკში 33 ვაგნერელი მებრძოლი დააკავა, ასევე დააკავა აშშ-ს მოქალაქე პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი...

- დიახ, შკლიაროვის გარდა კიდევ ბევრია დაკავებული. ზოგი მათგანი არაფერში არაა დამნაშავე, ზოგს სავსებით სამართლიანად ედება ბრალი ბელორუსის წინააღმდეგ მოქმედებებში.

თუ ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდებით, ბელორუსში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოებაში არსებობს საპროტესო განწყობები და მეორე მხრივ ამ არჩევნებში აქტიურადაა ჩართული რუსეთის ფედერაცია.

იყო შემთხვევები, როცა საპროტესტო ელექტორატს ჰქონდა შეხლა-შემოხლა სამართალდამცავებთან, მაგრამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურებული არიან რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს მოაწყონ სისხლიანი პროვოკაციები, რაც ბელორუსის ხელისუფლებისთვის მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია.

- უკაცრავად, გინდათ თქვათ, რომ რუსეთის „მწვანე კაცუნები“, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ყირიმის ანექსიაში, ახლა ბელორუსში არიან და ნებისმიერ დროს არიან მზად მოაწყონ სისხლიანი პროვოკაციები მინსკსა და ბელორუსის რეგიონებში?

- ვერ ვიტყოდი, რომ ისინი „მწვანე კაცუნები“ არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ბელორუსში დღეისათვის საკმაოდ არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მზად აღმოჩნდებიან მშვიდობიანი მიტინგის მსვლელობისას ხალხს ესროლონ, მომხდარი კი ბელორუს სამართალდამცავებს დაბრალდება.

ბელორუსში დღეისათვის საკმაოდ არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მზად აღმოჩნდებიან მშვიდობიანი მიტინგის მსვლელობისას ხალხს ესროლონ, მომხდარი კი ბელორუს სამართალდამცავებს დაბრალდება

ამგვარი რამ, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა სისხლიანი დასასრულით ჩინეთსა და ამერიკაში რომ მოხდეს, მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, მაგრამ ბელორუსი ის ქვეყანაა, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აშშ-სა და ჩინეთის დახმარება ეკონომიკის ასამოქმედებლად.

თუ ბელორუსს ეკონომიკური სანქციები დაეწესა, ის ვერ მიიღებს ალტერნატიულ ნავთობს. ასეთ შემთხვევაში რუსეთს ხელ-ფეხი გაესხსნება, რომ აიძულოს მინსკი უფრო მეტად იყოს ჩართული რუსეთთან ინტეგრაციულ პროცესებში.

- ბრძანეთ, რომ 2020 წლის ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნეში აქტიურადაა ჩართული რუსეთი. ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნება თუ ასე დაისმება კითხვა - ამ არჩევნებში ვისზე აქვს დადებული ფსონი კრემლს?

- ამ არჩევნებში რუსეთს ფსონი პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატზე არ აქვს დადებული. მისი ამოცანაა, ამ არჩევნებში მნიშვნელოვნად დაასუსტოს ლუკაშენკოს ხელისუფლება, რომ შემდეგ იგი მაქსიმალურად დამყოლი აღმოჩნდეს კრემლის იმ წინადადებების მიმართ, რომელსაც მოსკოვი მინსკს მუდმივად სთავაზობს.

ამ არჩევნებში რუსეთს ფსონი პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატზე არ აქვს დადებული. მისი ამოცანაა, ამ არჩევნებში მნიშვნელოვნად დაასუსტოს ლუკაშენკოს ხელისუფლება, რომ შემდეგ იგი მაქსიმალურად დამყოლი აღმოჩნდეს კრემლის იმ წინადადებების მიმართ, რომელსაც მოსკოვი მინსკს მუდმივად სთავაზობს

თუ რუსულ მედიას მივადევნებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი სიფრთხილეს იჩენს. რუსული მედიას არ მიაქვს პირდაპირი იერიში ლუკაშენკოზე, მაგრამ ცდილობს მხარი დაუჭიროს ლუკაშენკოს ყველა საკვანძო კონკურენტებს ან შექმნას ისინი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ეტაპზე კრემლი სერგეი ტიახონევსკის აპიარებდა, რომელიც ახლა ციხეში ზის. მას შემდეგ, რაც ტიახონევსკის პროექტმა არ გაამართლა, მოსკოვმა ვიქტორ ბაბარიკოს დაუწყო მხარდაჭერა, ისიც საკმაოდ ფრთხილად. უკანასკნელი კვირეებია რუსული მედია აქტიურად ვალერი ციპკალოს.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გახლავთ პრეზიდენტობის კანდიდატი. იგი ცესკომ არ დაარეგისტრირა. მაგრამ, მისი მეუღლე შედის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსაკაიას, ანუ ციხეში მჯდომი სერგეი ტიხანოვსკის ცოლის საარჩევნო შტაბში.

თუ კანდიდატების საჯარო გამოსვლებს დავაკვირდებით და ასევე პროგრამებს, სერიოზული პოლიტიკოსობაზე პრეტენცია მხოლოდ ციპკალოს შეიძლება ჰქონდეს. ყველა დანარჩენი მხოლოდ სტატისტები არიან, რომლებიც ამ არჩევნებზე მხოლოდ მასობრიობისთვის მონაწილეობენ.

- ლუკაშენკომ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა - ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით ადევნებენ თვალს ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, კავკასიაში... თუ ჩვენ გავუძელით რუსეთის ზეწოლას, ეს მათთვისაც კარგი მაგალითი იქნებაო.

დარჩა შთაბეჭდილება ლუკაშენკომ იცის, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კრემლი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება პოსტსაბჭოთა სივრცეში...

- რუსეთისთვის ახლა ნომერ პირველი ამოცანაა უახლოესი 3-4 წელიწადში განსაზღვროს თავის გავლენის სფეროს საზღვრები, რათა შემდგომ საერთაშორისო პოლიტიკის დიდ მოთამაშეებთან დაიწყოს საუბარი გავლენის სფეროების გაყოფაზე.

ცხადია, რომ ამ თემაზე მოსკოვთან საუბარს არავინ აპირებს, მაგრამ მოსკოვის გეგმებშია მაქსიმალურად გააფართოს თავისი სამხედრო ყოფნა და უპირატესობა მოიპოვოს ამა თუ იმ რეგიონში, რომ შემდგომ მას არ გაუჭირდეს სხვებთან ამაზე საუბარი.

ჩემი აზრით, ეს პერიოდი რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამისთვის აქტიურობს რუსეთი სირიაში ანდა თუნდაც ლიბიაში. ახლა რუსეთი აქტიურად მოქმედებს იმისათვის, რომ დააგროვოს კრიტიკულ პოზიციები, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში იოლად ივაჭრებს იმ ზონაში გავლენის აღსადგენად, რომელსაც თავისი გავლენის ბუნებრივ ზონებად მიიჩნევს. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვისთვის ამგვარი ზონა პოსტსაბჭოთა სივრცეა.

ეს პერიოდი რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამისთვის აქტიურობს რუსეთი სირიაში ანდა თუნდაც ლიბიაში. ახლა რუსეთი აქტიურად მოქმედებს იმისათვის, რომ დააგროვოს კრიტიკულ პოზიციები, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში იოლად ივაჭრებს იმ ზონაში გავლენის აღსადგენად, რომელსაც თავისი გავლენის ბუნებრივ ზონებად მიიჩნევს. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვისთვის ამგვარი ზონა პოსტსაბჭოთა სივრცეა

უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის ბალტიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, მშვიდობიანი ვერ იქნება.

- ლუკაშენკოს ხელმძღვანელობის პერიოდში ბელორუსი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ქვეყანაში საკმაოდ გამართულად მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები.

გასაგებია, რომ მისი მმართველობისას ქვეყანაში დემოკრატია ისეთი არაა, როგორიც შესაძლოა ხალხს სურდეს და იგი ელექტორატსაც მოსწყინდა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს გაცნობიერებული ბელორუსელ ამომრჩეველს, რომ ახლა მოსკოვი მინსკისგან ითხოვს ბელორუსს ავტონომიის სტატუსი ჰქონდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში?

- ახლა ლუკაშენკოს პოზიციები საკმაოდ მყარი აქვს. საქმე ისაა, რომ ბელორუსის ელიტებში, როგორც სახელისუფლებო, ისე არასახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებში, პირველად ლუკაშენკოს მმართველობის განმავლობაში მიღწეულია კონსენსუსი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

თუ სოციოლოგიას მივაპყრობთ მზერას, აქაც ვითარება საკმაოდ საინტერესოა. რუსეთთან თუნდაც ეკონომიკურ დაახლოებას მხარს მხოლოდ 12% უჭერს მხარს. რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო დაბალია და მხოლოდ 7% შეადგენს.

რუსეთთან თუნდაც ეკონომიკურ დაახლოებას მხარს მხოლოდ 12% უჭერს მხარს. რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო დაბალია და მხოლოდ 7% შეადგენს

ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში იყო კითხვა იმის შესახებ, ხელისუფლების როგორ ქმედებებს დაუჭერდა მხარს ხალხი თუ რუსეთი ბელორუსის ღია ოკუპაციაზე წავიდოდა. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 25%-ზე მეტმა თქვა, რომ ისინი იბრძოლებდნენ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბელორუსის მოსახლეობის 1 მილიონზე მეტი მზადაა სხვადასხვა პარტიზანულ ჯგუფებში, ან წინააღმდეგობის სხვა მოძრაობებში გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ასეთ ვითარებაში არც ერთ არმიას არ შეიძლება ჰქონდეს ხალხთან ბრძოლისას წარმატების მიღწევის იმედი.

ბელორუსის მოსახლეობის 1 მილიონზე მეტი მზადაა სხვადასხვა პარტიზანულ ჯგუფებში, ან წინააღმდეგობის სხვა მოძრაობებში გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ასეთ ვითარებაში არც ერთ არმიას არ შეიძლება ჰქონდეს ხალხთან ბრძოლისას წარმატების მიღწევის იმედი

- რამდენადაც ვხდები, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ბელორუსში პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ამ არჩევნების შედეგად რამდენად შეძლებს რუსეთი ბელორუსში თავისი პოზიციების გაძლიერებას?

- დიახ, ახლა მთავარი ის კი არაა, მოიგებს თუ არა არჩევნებს ლუკაშენკო, არამედ მნიშვნელოვანია რა იქნება არჩევნების შემდეგ, ანუ 2021 წელს. როგორ განვითარდება პროცესები ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორ შეძლებს ქვეყნის ხელისუფლება გაუმკლავდეს ეკონომიკურ პრობლემებს.

ლუკაშენკოს შემდგომი 5-წლიანი მმართველობა იოლი არ იქნება. მას მოუწევს ანგარიში გაუწიოს იმ საპროტესტო განწყობებს, რომელიც ქვეყანაში რეალურად არსებობს. იგი იძულებული იქნება კორექტივები შეიტანოს საშინაო პოლიტიკაში.

მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შექმნილ ვითარებაში, მხედველობაში მაქვს მოსკოვის გეგმები, თუ რა დონის საგარეო მხარდაჭერა ექნება ბელორუსსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს.

მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შექმნილ ვითარებაში, მხედველობაში მაქვს მოსკოვის გეგმები, თუ რა დონის საგარეო მხარდაჭერა ექნება ბელორუსსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობები ახლა კარგი არაა, მაინც ვვარაუდობ, რომ ისინი მეტად აღარ გაუარესდება. შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს 2021 წელი, რადგან კრემლს მოუწევს გადაწყვიტოს ბელორუსთან ურთიერთობაში მოქმედების რომელ გზას აირჩევს, ეკონომიკურს თუ ძალისმიერს ან თუ ორივე მიმართულებით კომპლექსურად იმოქმედებს.

შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს 2021 წელი, რადგან კრემლს მოუწევს გადაწყვიტოს ბელორუსთან ურთიერთობაში მოქმედების რომელ გზას აირჩევს, ეკონომიკურს თუ ძალისმიერს ან თუ ორივე მიმართულებით კომპლექსურად იმოქმედებს

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, ყველა შემთხვევაში რა პოზიცია ექნება ბელორუსის მიმართ პეკინსა და ვაშინგტონს. ვიცით, რომ ჩინეთი მყარად უჭერს მხარს ლუკაშენკოსა და ბელორუსს. რაც შეეხება აშშ-ს. რამდენადაც ვხდები, ვაშინგტონს ურჩევნია ითანამშრომლოს დიქტატორ ლუკაშენკოსთან, ვიდრე რუსეთის ნაწილად ქცეული ბელორუსის მმართველთან.

იმის გამო, რომ ეკონომიკაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, გვიან შემოდგომაზე გაირკვევა, როცა უკვე მეტნაკლებად იქნება ცნობილი თუ რა ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა შეეძლებათ საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად აქტორებს. რამდენად შეძლებს ბელორუსი ფინანსები მიიღოს საერთაშორისო ვაჭრობისაგან.

ეს პერიოდი ემთხვევა იმას, თუ როგორ დაასრულებს პრეზიდენტი პუტინი რუსეთში მისი სახელისუფლებო ვერტიკალის გადაფორმატებას და მინსკთან მიმართებაში მოქმედების როგორ სცენარს აირჩევს. ვიდრე ამ კითხვებზე პასუხები არ გვექნება, ბელორუსში კარდინალურად არაფერი არ შეიცვლება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო