ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში

პირველად ქართულ ონლაინ სივრცეში, შეიქმნა ბიზნეს და საჯარო მონაცემების ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა, რომელზეც NGT ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსთა გუნდი მუშაობდა. Bihub.ge შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რომელიც დაფუძნებულია Open Data პრინციპზე და უზრუნველყოფს მონაცემების გამოყენების სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ მეთოდს.

“მოგეხსენებათ, რომ ბიზნეს და საჯარო მონაცემების ძირითადი უმეტესობა სხვადასხვა სისტემაში, განსხვავებული ფორმით არის მიმოფანტული (ვებ პორტალებზე ცხრილური და pdf ფაილები) და შესაბამისად, შეუძლებელია ლოგიკური ჯაჭვისა თუ მთლიანი სურათის დანახვა. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება და უზრუნველვყავით მათი ინტერაქტიულობა, რათა თითოეული მონაცემი მარტივად ხელმისაწვდომი, ხელშესახები და გამოყენებადი გაგვეხადა.” – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, NGT ჯგუფის ბიზნეს ანალიტური დეპარტამენტის დირექტორმა, გელა შონიამ.

Bihub.ge გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის უმეტესი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით. პორტალი შექმნილია მსოფლიო ლიდერი ანალიტიკური სისტემის, Qlik BI-ის ბაზაზე, რაც დიდი მოცულობის მრავალფეროვანი მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრასა და Live ანალიტიკას გულისხმობს. ინფორმაციის მოძიებისათვის ერთფეროვანი სტატიკური რეპორტების ნაცვლად, შესაძლებელია დინამიური და ინტერაქტიული დეშბორდების გამოყენება, რაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად და მარტივად მიღებაში გვეხმარება. Live ანალიტიკა მონაცემების მუდმივ რეჟიმში განახლებას გულისხმობს და მათ სწრაფ და ოპერატიულ დამუშავებაში გვეხმარება. სისტემის ინტერფეისი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, რაც მის ეფექტურ ვიზუალიზაციაში გამოიხატება.

„სისტემა არის ინტუიტიური და დაფუძნებულია თვითმომსახურების პრინციპზე(Self Service), რაც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი მონაცემების მოძიებას. Bihub.ge არის Open Data ანალიტიკური პლატფორმა, რომლითაც ნებისმიერი რგოლის მენეჯერი, ანალიტიკოსი, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი სიამოვნებით ისარგებლებს.“ - აცხადებს გელა შონია.

ამ მომენტისათვის, პლატფორმაზე რამდენიმე განსხვავებული ინტერაქტიული დეშბორდია, რომლებიც გთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკას, ესენია: იმპორტ-ექსპორტი, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები, დაზღვევის სტატისტიკა, საყოველთაო დაზღვევა, Covid19 მსოფლიოში.

Qlik-ის დეველოპერები ყოველდღიურად მუშაობენ ახალ ინტერაქციულ დეშბორდებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში დაემატება Bihub.ge-ზე. ახალი ინფორმაციის დამატების შესახებ კი შეიტყობთ ჩვენი Facebook გვერდის დახმარებით.“, აცხადებს გელა შონია.

აღსანიშნავია, რომ NGT ჯგუფი უკვე 5 წელია Qlik-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელდა 30-ზე მეტი პროექტი და გაეშვა 100-ზე მეტი საპილოტე პროგრამა.

(R)

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)