სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მობილობით დაინტერესებულ სტუდენტებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

სტუდენტების აკადემიური მობილობა ქართულ უნივერსიტეტებში უკვე მიმდინარეობს. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყო და 19 აგვისტოსჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან აცნობეს, მობილობით დაინტერესებულ ყველა სრუდენტს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

“2020-2021 წელს მობილობის წესით ჩარიცხულ ყველა სტუდენტი ისარგებლებს 50 % -იანი ფასდაკლებით სწავლის წლიურ საფასურზე. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დარჩენილი თანხა გადაიხადონ 10 ნაწილად ან სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკით, ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ერთი წლის მანძილზე და გაიარონ 30 კრედიტს მიღმა დამატებით ერთი საგანი სრულიად უფასოდ.

აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრზე ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებზე.

უნივერსიტეტმა ეს უპრეცედენტო შეთავაზება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთა და მისი მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ხელი შეუწყოს სტუდენტებს სწავლის გაგრძელებაში. ამავე მიზნით, უნივერსიტეტმა მთელი რიგი შეღავათები დაადგინა, როგორც არსებული სტუდენტებისათვის, ასევე, 2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხული ყველა პირველკურსელისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა საბაუნის ახალი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამები: ფსიქოლოგია, სოციოლოგია და პოლიტიკის მეცნიერებები, რომლებიც გამოირჩევიან პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსების მრავალფეროვნებით.

აღნიშნული საბაკალავრო პროგრამებზე მობილობა, უკვე დაწყებულია პირველ და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის.

ამ და სხვა სიახლეების დეტალურად გასაცნობად, ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს. www.sabauni.edu.ge ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო