გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - უნდა გააორმაგოთ მოსახლეობის დახმარება და არა ცინიზმით გამოხვიდეთ და ხალხს უთხრათ, კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავითო

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობამ სოციალური დახმარებები უნდა გააორმაგოს.

მისივე თქმით, ის სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას წარუდგინა, საკმარისი არ არის.

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება კრიზისის დროს „ფულის კეთებაზეა გადასული“.

„კაპიკები ხალხს, მილიონები მათ ჯიბეში. მეგობრებო, ეს უსამართლოა, თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას, გუშინ თქვა, რომ თვალებში ჩამხედეთო, დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი სესხი ავიღეთ საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია? რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ასობით მილიონები თქვენს ჯიბეში? ნუთუ არ გცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის ფარგლებში, ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამასთან,17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადად, 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო