ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყალტუბოში დევნილებისთვის 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული ბინები 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების მონტაჟს, საბავშვო მოედნებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

„ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა დასრულებული 2 კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, დამატებით 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?