ინდოეთში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17 -მდე გაიზარდა

ინდოეთის შტატ კერალაში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17 -მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი პილოტია. გარდა ამისა, ათობით ადამიანი დაშავებულია და მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, Air India Express-ის კუთვნილმა Boeing 737-ის თვითმფრინავმა კალიკუტის აეროპორტში დაჯდომისას კატასტროფა გუშინ განიცადა. თვითმფრინავი დაჯდომისას მოცურდა, თხრილში ჩავარდა და ორ ნაწილად გაიყო. კატასტროფის მიზეზად ჯერჯერობით უამინდობა სახელდება.

თვითმფრინავი რეისს დუბაიდან ასრულებდა. მის ბორტზე სულ 190 ადამიანი იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?