კახა კუკავა - რუსეთისთვის საქართველოზე სამხედრო შეტევის განხორციელება ხელსაყრელი იყო, იმდროინდელმა ხელისუფლებამ კი ვერ შეძლო აგრესია თავიდან აეცილება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე, აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპული სამხედროების საპატიო მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზი ფაქტორების დამთხვევა იყო. მისი თქმით, ერთი მხრივ, ეს იყო„ ჩრდილოელი აგრესორი“, რომელსაც საქართველოში იმდროს არსებული პოლიტიკური ვითარება დაემთხვა.

„საქართველოსთვის აგვისტოს ომი მოუშუშებელი ჭრილობაა და ეს არ არის, რაიმე ზოგადი ფრაზა. რა მდგომარეობაც დარჩა იქ 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ არავითარი პროგრესი ამ მიმართულებით არ ყოფილა, რაც ქვეყანას ძალიან დიდ პოლიტიკურ და მატერიალურ ზიანს აყენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი საზოგადოების შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზი იყო ფაქტორების დამთხვევა. ერთი მხრივ, ეს იყო ჩრდილოელი აგრესორი, რომელიც განწყობილი არის, რომ ამა თუ იმ ფორმით შეზღუდოს საქართველოს სუვერენიტეტი, რომელსაც, ასევე დაემთხვა საქართველოში იმ დროს არსებული პოლიტიკური ვითარება. რუსეთისათვის, საქართველოზე სამხედრო შეტევის განხორციელება ძალიან ხელსაყრელი იყო. იმდროინდელმა ხელისუფლებამ კი, ვერანაირად ვერ შეძლო აგრესია თავიდან აეცილება“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები მოგვარდეს, პირველ რიგში, ამის პოლიტიკური ნება და სურვილი უნდა არსებობდეს.

„მთავარი პრეტენზია, რაც ჩვენი ხელისუფლების მიმართ გვაქვს, ის არის, რომ მათ მიერ, ეს საკითხი პრიორიტეტულ მიმართულებად არ განიხილება. ეს მათივე განცხადებებშიც ნათლად ჩანს, როდესაც რუსული ოკუპაციის თემატიკა სულ უფრო ნაკლებად ისმის, ასევე იშვიათად გაისმის აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის თემა საქართველოს შემადგენლობაში. შედარებისთვის მოვიყვან 1991 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. მაშინ, ყოველ დღე, მთავრობის დღის წესრიგი სწორედ ამ საკითხით იწყებოდა. ამიტომაც, მთავარი ის არის, რომ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომლისთვისაც სამაჩაბლო და აფხაზეთი იქნება არა ოცდამეათე, არამედ ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერს, კახა კუკავას მიაჩნია, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად, რაიმე ერთი, კონკრეტული მეთოდი არ არსებობს.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მოქმედება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ მეტად უნდა გაიზარდოს.

„არის ბევრი სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის: საერთაშორისო ზეწოლა, პირდაპირი დიალოგის წარმოება და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმაც პირველი დადებითი შედეგები, უკვე გამოიღო, ეს არის: ჰუმანიტარული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა