აბონენტებისთვის შეღავათიანი და მოსახერხებელი პირობების შექმნაზე სილნეტი ყოველთვის ზრუნავს. ამ მიზნით, კომპანია იწყებს სამთვიან აქციას, რომლის პირობებით დღეიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ინსტალაცია იქნება უფასო.
ამასთან, ქსელში ახლადჩართული აბონენტებისთვის კვლავ შენარჩუნდა შეღავათიანი ტარიფი უმაღლეს პაკეტებზე: Silk TV-ს სრული პაკეტი „პრემიუმ+“ და ინტერნეტის პაკეტი „ფორმულა 1“, რომლის ფასი თბილისში 6 თვიანი სარგებლობის შემთხვევაში თვეში 55 ლარია, ხოლო რეგიონში ერთი წლის განმავლობაში - 34 ლარი.
ასევე, დამატებით საჩუქრის სახით, ახალი აბონენტები ადგილზე მიიღებენ ჯეოსელის სიმ ბარათებს და ჩაერთვებიან აქციაში „შენი ოთხეული“, რაც ოთხი ნომრის ერთმანეთთან უფასო საუბარს ითვალისწინებს
სილქნეტმა ინსტალაციები არც პანდემიის დროს შეაჩერა და კარანტინის ზონებშიც აგრძელებდა მოსახლეობის მომსახურებას სატელეკომუნიკაციო სერვისების უზრუნველყოფით, რათა დისტანცირებული ცხოვრების პირობებში ადამიანები დარჩენილიყვნენ კავშირის გარეშე.
კომპანია ინსტალაციებს აგრძელებს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ნორმების დაცვით. სილქნეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტალაციის ჯგუფებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამიტომაც, საინსტალაციო ჯგუფები აღჭურვილნი არიან სრული პრევენციული ეკიპირებით.
რეგისტრაციისა და ინფორმაციისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სილქნეტის ცხელი ხაზი: 2 100 100
(R)