სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

როგორც ამირანაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

„კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულად აქვს კონტროლზე აყვანილი მდგომარეობა”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ