მსოფლიო ლიდერები ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო დონეზე ონლაინ კონფერენციას გამართავენ

დღეს, 9 აგვისტოს, მსოფლიო ლიდერები ბეირუთისთვის დახმარების მობილიზების მიზნით, მოლაპარაკებებს გამართავენ. ონლაინ კონფერენცია, რომლის ორგანიზატორებიც საფრანგეთი და გაეროა, ლიბანის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

6 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბეირუთს ესტუმრა, დაზიანებული ტერიტორია დაათვალიერა და ლიბანელ ხალხს საერთაშორისო დონეზე დახმარება აღუთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კონფერენციის მიზანია ლიბანისთვის გადაუდებელი მხარდაჭერის აღმოჩენისთვის ქვეყნის ძირითადი პარტნიორების მობილიზება და საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზება მოახდინოს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, რუსეთის, ეგვიპტის, იორდანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გეგმავს კონფერენციას შეუერთდეს.

ლიბანის მხარდაჭერის სურვილი უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა და პირველადი გადაუდებელი დახმარებაც გაუგზავნა.

ბეირუთში მომხდარმა აფეთქებამ, BBC-ის ცნობით, დაახლოებით 15 მილიარდ დოლარამდე ზარალი გამოიწვია. აფეთქებისას დაიღუპა მინიმუმ 160-მდე ადამიანი, დაშავდა 5 000-მდე პირი და 300 000 მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიო ლიდერები ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო დონეზე ონლაინ კონფერენციას გამართავენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო