ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების კანონის დარღვევისთვის 7 ადამიანი, მათ შორის ცნობილი მედიამაგნატი დააკავა

ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი 7 ადამიანი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებულებს შორის ჰონგ-კონგელი მედიამაგნატი ჯიმი ლეიცაა, რომელიც უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევაში, კერძოდ კი, უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგებაში, არის ეჭვმიტანილი.

სამართალდამცავები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ცნობისათვის, პეკინის განმარტებით, უსაფრთხოების კანონი ითვალისწინებს სასჯელს, მათ შორის სამუდამო პატიმრობას, დივერსიული საქმიანობისთვის, სეპარატიზმისთვის, ტერორიზმისა და უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგებისთვის. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი ქალაქში მოქალაქეების თავისუფლებას შეზღუდავს, მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ კანონი ქალაქს სტაბილურობას მოუტანს, რაც, მათი განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია შარშანდელი ხანგრძლივი პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების შემდეგ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს