ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში

3 აგვისტოს ბათუმში ადგილობრივი რესტორნების შეფ-მზარეულებისთვის ამერიკული სტეიკის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასს უძღვებოდა ამერიკელი შეფი ფრანჩესკო მანალო, რომელიც ამჟამად თბილისში მდებარე სასტუმრო მონოგრაფს ხელმძღვანელობს.

მასტერკლასი USMEF-ის, TXB-ის, NCBA-ისა და მაღაზია „გასტრონომის“ ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ქართველ მზარეულებს შორის აამაღლოს ცნობიერება და ცოდნა ამერიკული ხორცის შესახებ, ასწავლოს მისი სწორად მომზადების ტექნიკა და წესები.

მასტერკლასის მიმდინარეობისას შეფმა ფრანჩესკომ საინტერესოდ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაც განასხვავებს ამერიკულ ხორცს და რაც ხდის მის გემოვნურ თვისებებს ასეთ განსაკუთრებულს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუ რა გარემოში იზრდება საქონელი, რამდენად დაბალია სტრესი მის ყოველდღიურობაში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ხორცის კონსისტენციაზე. როგორც აღმოჩნდა, სტრესულ გარემოში გაზრდილი ძროხის ხორცი მუქი ფერისაა, ხოლო ჰარმონიულ გარემოში გაზრდილი საქონლის ხორცი გამოირჩევა ღია მოვარდისფრო ფერითა და რბილი ტექსტურით.

ამერიკული ხორცის მთავარი მახასიათებლებია სირბილე და გემო. გამოცდილი ამერიკელი ფერმერების მიერ შემუშავებული საკვები რაციონი მოიცავს ბალახსა და საკვებს, რომელიც შედგება სხვადასხვა მარცვლეულის, თივის, იონჯასა და სიმინდისგან. სწორედ ამგვარი კვება განაპირობებს ხორცის უმაღლეს ხარისხსა და საუკეთესო გემოვნურ თვისებებს.

მარბელინგი - ამერიკული ხორცის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. კუნთის ფენებს შორის ცხიმის თანაბარი გადანაწილება ხორცის მაღალი ხარისხის ნიშანია, რაც მიიღწევა ძროხებისთვის საკვების სწორად შერჩევით.

მასტერკლასის მონაწილეებმა დააგემოვნეს შავი ანგუსისა და ვაგიუს უმაღლესი კატეგორიის სტეიკები და თავად გამოცადეს გემოს ის განსაკუთრებულობა, რაზეც ფრანჩესკო მანალომ ისაუბრა.

(R)

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)