„ირაო“ მომხმარებლებს თანხის ანაზღაურების ახალ ონლაინ პლატფორმას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ახალი ონლაინ პლატფორმა შექმნა, რომლის მეშვეობით მომსახურების მიღება უფრო მარტივად არის შესაძლებელი. „ირაოს“ ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების ონლაინ ანაზღაურება „ირაოს“ მომხმარებლებისთვის შექმნილი სერვისია, რომელიც კომპანიის დაზღვევით მოსარგებლე პირებს საშულებას აძლევს სასურველ დროს, სერვის ცენტრში მისვლის გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან შეავსონ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების განაცხადი და მიიღონ თანხის ანაზღაურება პირად ანგარიშზე ძალიან მარტივად.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ირაოს“ მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისები, მათ შორის ონლაინ ანაზღაურება, უკვე ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მომსახურება ამ დრომდე, მხოლოდ მეილის საშუალებით ხდებოდა.

„ახალი პლატფორმის მეშვეობით კი თანხის ანაზღაურების პროცესი უფრო მოქნილი და კომფორტული გახდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნონ გაგზავნილი განაცხადების სტატუსს, საჭიროების შემთხვევაში იხილონ ატვირთული განაცხადების ისტორია და კომენტარები დარეგულირებულ განაცხადებზე. დოკუმენტების ატვირთვის პროცესი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. პლატფორმა სრულად არის მორგებული როგორც დესკტოპ, ისე მობილურ ვერსიაზეც. შესაბამისად, საჭირო დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება და ატვირთვა მომენტალურად არის შესაძლებელი. ონლაინ ანაზღაურების მისაღებად მომხმარებლები უნდა ეწვიონ ვებ-გვერდს: online.irao.ge , დარეგისტრირდნენ „პირადი სივრცეში“ და ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტაცია. პირად სივრცეში რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ირაოს დაზღვევით მოსარგებლე პირთათვის - - მათთვის, ვინც რეგისტრაციის მომენტში ფლობენ აქტიურ პოლისს.

„პირადი სივრცე“ არის ვებ-პლატფორმა, რომელიც ირაოს დაზღვეულებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებებით. ამ ეტაპზე პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია თავისუფალი არჩევანით მიღებული სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ანაზღაურება, გარდა სტომატოლოგიური ხარჯებისა. თუმცა, ძალიან მალე დაემატება როგორც სტომატოლოგიური ხარჯების ანაზღაურების, ასევე საგარანტიო წერილის მოთხოვნის შესაძლებლობა. უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება სხვა ფუნქციების დამატებაც, რაც კიდევ უფრო მეტად სწრაფს და ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს სერვისებს.“ აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდზე online.irao.ge სადაზღვევო პროდუქტების ონლაინ შეძენაც არის შესაძლებელი. ნებისმიერ მომხმარებელს, სასურველი ლოკაციიდან შეუძლია გაეცნოს ირაოს სადაზღვევო პროდუქტებს, აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი პაკეტი და შეიძინოს დაზღვევა ონლაინ, ოფისში მისვლის და ზედმეტი ფორმალური პროცედურების გარეშე. ამ ეტაპზე, ონლაინ ხელმისაწვდომია სახლის დაზღვევა, ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და სამოგზაურო დაზღვევის შეძენა”,-აღნიშნულია „ირაოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა