ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. BBC ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა სამმა მინისტრმა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, ბეირუთში ძლიერი აფეთქება გასული კვირის სამშაბათს მოხდა, რასაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 000-მდე კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ერთ-ერთ საწყობში უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენახული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქტივისტები მომხდარში ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად