“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!

2020 წლის 6 აგვისტოდან Wolt-მა ოპერირება ქუთაისში დაიწყო და ახლა უკვე ქუთაისლების გულის დაპყრობას გეგმავს. შესვლის დღიდან მთელი კვირის მანძილზე ქუთაისში Wolt თავის მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს შესთავაზებს. პრომო-კოდით კი KUTAISI ყველა მომხმარებელი ქუთაისში პირველი შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში 5 ლარიან კრედიტსაც მიიღებს თავისი Wolt-ის ანგარიშზე.

დიდი სიყვარულის ისტორია დაწყებულია, ქუთაისი თავის მომხმარებელს ვოლტის აპლიკაციით საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ საინტერესო და გემრიელი კერძები, შეუკვეთონ, მიიღონ შეკვეთა ყველაზე სწრაფად ქალაქში, ისარგებლონ სწრაფი და კომფორტული მხარდაჭერის სერვისით და ისიამოვნონ ახლა უკვე ქუთაისშიც.

ქუთაისი, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საქართველოს მესამე ქალაქია, სადაც Wolt ოპერირებს. ქუთაისში Wolt-ით საკვების შეკვეთა ოცამდე ადგილობრივი რესტორნიდანაა შესაძლებელი. ვოლტის მომხმარებელს ბარათით გადახდის გარდა ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ნაღდი ანგარიშსწორებითაც.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 10.000-ზე მეტ რესტორანსა და 20.000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.საქართველოში Wolt 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა