პროკურორის განცხადებით, 5 პირის მიმართ, რომლებსაც შაქარაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ, არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორისაა მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო ჩანაწერები

პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, 5 პირის მიმართ, რომლებსაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ, არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელთა შორისაცაა მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო ჩანაწერები.

როგორც პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, მტკიცებულებები დაცვის მხარესაც გადაეცემა.

„ბუნებრივია, საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ ხუთი ადამიანის მონაწილეობას. მათ შორის გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც ამ პირების მხრიდან დაექვემდებარნენ ძალადობრივ ქმედებებს, ვიდეო ჩანაწერები, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია. ყველა კონკრეტულ პირთან მიმართებით არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელთა განხილვა ბუნებრივია სასამართლოს ეტაპზე მოხდება. ეს მტკიცებულებები გადაეცემა დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ თუ რას აფუძნებს სახელმწიფო ბრალდება თავის პოზიციას“,-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

იხილეთ ვიდეო: ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ