Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!

თუ ბათუმში ხართ, ან მალე მიემგზავრებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Wolt ბათუმში, გადაიხადოთ Mastercard-ით, დაიბრუნოთ მიტანის საფასური და ისიამოვნოთ დასვენებით. ბათუმში Mastercard და Wolt-ის ახალი საზაფხულო კამპანია 3 აგვისტოს დაიწყო! მთელი აგვისტოს განმავლობაში Wolt-ისა და Mastercard-ის მომხმარებლებისთვის საკვების მიტანა უფასო იქნება.

Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის კამპანია “სალამი ზაფხულს” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2020 ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავას მიზნად.

***

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com) არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. მასტერქარდი მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. Twitter@MasterCardNews-ზე შესაძლებელია ჩართვა, სხვადასხვა საკითხის განხილვა ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა” (Beyond the Transaction Blog), ხოლო სიახლეების გაცნობა „Engagement Bureau”-დან (http://newsroom.mastercard.com).

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 10.000-ზე მეტ რესტორანსა და 20.000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით