IRI -  კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 33% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 16 %, „ევროპულ საქართველოს“ 5%

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას. (მეორე არჩევანი-2%)

კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 16 % მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - გაერთიანებულ ოპოზიციას. (4% მეორე არჩევანი)

მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 5%. (6% მეორე არჩევანი)

გამოკითხული მოსახლეობის 3% მხარს უჭერს „ახალი საქართველოს“ – „სტრატეგია აღმაშენებელს“. (4% მეორე არჩევანი)

„პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხული მოსახლეობის 3 % უჭერს მხარს. (5% მეორე არჩევანი) .

„ლეიბორისტულ პარტიას“ მხარს უჭერს 2 პროცენტი. (4% მეორე არჩევანი)

„სამოქალაქო მოძრაობას“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს. (3% მეორე არჩევანი).

„ლელო საქართველოს“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს. (3 % მეორე არჩევანი)

„გირჩს“ მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი. (1 % მეორე არჩევანი)

გამოკითხული მოსახლეობის 17-მა პროცენტმა არ იცის რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, 11 პროცენტმა პასუხზე უარი თქვა.

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო