დავით ზალკალიანი - მოვუწოდებთ პარტნიორებს, საქართველოს ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ

12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 12 წელია, რაც საქართველო ომის მდგომარეობაშია. რუსეთი გამუდმებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამას თან ერთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული ახალი ტიპის ბერლინის კედლები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადაგმულ ნაბიჯებზე, რაც ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან.

ზალკალიანის თქმით, რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და ძალისხმევას არ იშურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისთვის. თუმცა, რუსეთის მხრიდან არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ იდგმება და ის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში არა მონაწილედ, არამედ კვლავ გარეშე დამკვირვებლად რჩება. მინისტრის თქმით, უამრავი ხელისშემშლელი დაბრკოლების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რომელიც საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენაა მიმართული. ამ პოლიტიკის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს სწორედ მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზანად. მინისტრის განცხადებით, ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესისთვის ახალი იმპულსის მისანიჭებლად და რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის. „მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს ეს საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო-კონფერენცია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა,რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს