„ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საქართველოს თემატიკაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

ვიქტორ ყიფიანი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის თემა, „საქართველო და მისი სამეზობლო“ იყო.

„დღეს საერთაშორისო სისტემა არაერთი გამოწვევისა და რთული ამოცანის წინაშე დგას. მთელი რიგი მნიშვნელოვანი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ასევე, საქართველოს ზოგიერთი მეზობლის ისტორიულად არაპროგნოზირებადი ქცევა ზრდის ქვეყნის მოწყვლადობას. საქართველო იმყოფება ორ ნორმატიულად დაპირისპირებულ სამყაროს შორის: ერთი ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს, ხოლო მეორე ორიენტირებულია რევანშისტულ მიდგომებზე“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„ამასთანავე, საქართველოს სჭირდება თავისი შესაძლებლობების გაძლიერება ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტიანად გასამკლავებლად“, - დასძინა მან.

ვიქტორ ყიფიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ისაუბრა შავ ზღვაზე ძალთა ბალანსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნისთვის წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ისე შესაძლებლობას, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამჟამად შავი ზღვა არის არენა შეჯიბრისთვის გავლენის, რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს უფრო მოეთხოვებათ სტრატეგიული სიმტკიცე, ვიდრე სტრატეგიული თმენა“, - აღნიშნა ყიფიანმა.

ასევე, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მიისწრაფვის იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო ადგილი როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე პარტნიორებისთვის.

საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული საკითხები შეაჯამეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს