„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა

„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია, - ამის შესახებ „თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

„ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურება ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე იცვლებოდა და ვითარდებოდა. საამაყოა ის შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, მიდგომა და კონცეფცია, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია სხვებისგან განსხვავებული სურვილებითა და მიზნებით, რაც საბოლოოდ მის უნიკალურ კონცეფციას ქმნის. სწორედ თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს მოვარგეთ ახალი მიდგომა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მომხმარებელი პერსონალურად მასზე მორგებულ მომსახურებას მიიღებს. წლების მანძილზე ჩვენი სიძლიერე განპირობებული იყო გუნდის თავდაუზოგავი შრომით, მომხმარებლის მიმართ ემპათიურობითა და ლიდერობისკენ სწრაფვის სურვილით. ეს ტრანსფორმაცია ბუნებრივი გაგრძელებაა იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვამოძრავებს, რა ღირებულებები გვაქვს და როგორი ძლიერები ვართ ერთად“, - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი.

როგორც "თიბისიში" აცხადებენ, საწყის ეტაპზე კონცეპტი 2 პროდუქტს აერთიანებს - ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს.

"აქ, ახლა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც ასევე აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარეშე, დისტანციურად მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

კონცეპტის მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატი პრემიუმ ნაკრებია, სადაც ადამიანის სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია, რომლის მთავარი ამოცანაც მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, მისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების, შედეგად კი კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნების განხორციელებას. თიბისი კონცეპტის მომხმარებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არ ჩამორჩეს თანამედროვე სამყაროს ტენდენციებსა და პროცესებს.

თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს პირად ბანკირს, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 27 27 00",-აღნიშნავენ „თიბისიში“.

(R)

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან