2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდება

ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ასევე, თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

"შეღავათი შეეხება 24 ათასზე მეტ მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული.

განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები",-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს