ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ივნისისა და ივლისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ყოველ შემთხვევაში კვლევა არჩევნებამდე ორთვინახევრით ადრე კარგად ასახავს ამომრჩეველთა შორის განწყობებს.

12 აგვისტოსთვის ვითარება ასეთია - „ქართული ოცნების“ რეიტინგი - 33%, „ნაცმოძრაობის“ -16%, „ევროპული საქართველოს’ - 5%., სტრატეგია „აღმაშენებლისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი - 3-3%, ლეობორისტების, „სამოქალაქო მოძრაობის“, ლელოსა“ და „გირჩის“ - 2-2%.

აღსანიშნავია, რომ კვლავ ძალიან მაღალია ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი, რომელიც 50%-ს შეადგენს. თქვენ როგორ შეაფასებდით სოციოლოგიური კვლევის შედეგებს დღეის მონაცემებით არჩევნების მიმართ საზოგადოებაში არსებული განწყობების თვალსაზრისით?

- სოციოლოგიური კვლევების შედეგების შეფასება არ მიყვარს, ფაქტობრივად მათ ანალიზს თავს ვარიდებ. თუმცა, თქვენი და „ინტერპრესნიუსის“ პატივისცემის გამო ამჯერად ამას გავაკეთებ.

ოღონდ ერთი დათქმით, საქართველოში სოციოლოგიური კვლევები ბოლო 10 წლის, შეიძლება მეტის, განმავლობაში ემსახურება არა საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგსა და ადამიანების ინფორმირებას, არამედ საზოგადოებრივი „აზრის მანიპულირებასა“ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ამოცანას“.

საქართველოში სოციოლოგიური კვლევები ბოლო 10 წლის, შეიძლება მეტის, განმავლობაში ემსახურება არა საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგსა და ადამიანების ინფორმირებას, არამედ საზოგადოებრივი „აზრის მანიპულირებასა“ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ამოცანას“

მათ მიმართ ნდობა დაბალია, შეიძლება ითქვას საზოგადოების ნაწილი და პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობა კვლევებს არ ენდობა. ეს განპირობებულია ჩვენი გამოცდილებით, როცა გამოკითხვის შედეგები არ ემთხვევა, ვთქვათ არჩევნების შედეგებს, ან მათში მოქალაქეთა გარკვეული, ზოგჯერ დიდი ნაწილი აშკარად მოისაკლისებს ადეკვატურობას.

ამის თაობაზე, მე როგორც ერთი ანალიტიკოსი და მოქალაქე წლებია ვაყენებ საკითხს ახალი ავტორიტეტული, მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევების კომპანიების დაფუძნების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის სურვილი რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

NDI-სა და IRI-ს გარკვეული პაუზა ჰქონდათ აღებული ამგვარი კვლევების გამოქვეყნებასთან მიმართებაში და ეს სწორი იყო. მათ ანგარიში გაუწიეს ქართული საზოგადოების განწყობას კვლევების მიმართ და სანდოობის დაბალ ხარისხს მათთვის ველზე მომუშავე ქართული კომპანიების IPM-ს და „კავკასიის რესურს-ცენტრის“ მიმართ.

იმედია, ეს ორგანიზაციები ითვალისწინებენ მათ მიმართ არსებულ კრიტიკულ დამოკიდებულებასა და სკეპტიციზმს და ამიერიდან მეტი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით მოეკიდებიან საქმეს.

ახლა დავუშვათ, რომ IRI-ს მიერ ჩატარებული ეს კვლევა და მისი შედეგები რეალობის რელევანტურია, მაშინ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ მივიღეთ ქართული საზოგადოების კიდევ ერთი გზავნილი.

მოქალაქეები არ ენდობიან არც ერთ მთავარ პოლიტიკურ სუბიექტს და იმ ვითარებას ადასტურებენ, რომ არც ერთი მათგანის მიერ, სამომავლოდ, ოთხი წლის ვადით მთავრობის დაკომპლექტების მანდატს არ აძლევენ. ნუ მივიღებთ ასეთ სურათს კატასტროფის მანიშნებლად. საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი ვითარება ხშირია.

მოქალაქეები არ ენდობიან არც ერთ მთავარ პოლიტიკურ სუბიექტს და იმ ვითარებას ადასტურებენ, რომ არც ერთი მათგანის მიერ, სამომავლოდ, ოთხი წლის ვადით მთავრობის დაკომპლექტების მანდატს არ აძლევენ. ნუ მივიღებთ ასეთ სურათს კატასტროფის მანიშნებლად. საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი ვითარება ხშირია

აქ უნებლიედ გვახსენდება ისრაელის სიტუაცია, სადაც მთავრობის შექმნა უაღრესად გაძნელდა და დროში გაიწელა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, ასეთი ვითარება ისრაელის განვითარებული დემოკრატიისთვის არც იყოს სახიფათო, მაგრამ ჩვენი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის უაღრესად დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს.

ჩემს მოლოდინს დაემთხვა კვლევის ის მონაცემი, რომ ელექტორატის 50% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ეს ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. თუმცა, იმ რეალობასაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი, რომ ამ გამოკითხვით და ყველა სხვა გამოკითხვით, საარჩევნო მარათონის ლიდერი მმართველი პარტიაა.

შვიდ წლიანი არცთუ წარმატებული მმართველობის მიუხედავად ამომრჩევლის 30-40% მაინც მისთვის აპირებს ხმის მიცემას, ეს ერთი მხრივ გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალების“ და ყოფილი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივის კატოგორიული მიუღებლობით მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის და მეორე მხრივ, საოზოგადოება ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ მისთვის მისაღებ ალტერნატივას.

როცა ამომრჩეველი წარმოიდგენს მომავალ მთავრობას, მისთვის გიორგი გახარია ნაცნობი, პროგნოზირებადი კანდიდატია. „ოცნების“ მხარდამჭერები მის პრემიერობას, ვფიქრობ, მიესალმებიან, რასაც ვერ ვიტყვით ნებისმიერ სხვა სავარაუდო ლიდერზე.

როცა ამომრჩეველი წარმოიდგენს მომავალ მთავრობას, მისთვის გიორგი გახარია ნაცნობი, პროგნოზირებადი კანდიდატია. „ოცნების“ მხარდამჭერები მის პრემიერობას, ვფიქრობ, მიესალმებიან, რასაც ვერ ვიტყვით ნებისმიერ სხვა სავარაუდო ლიდერზე

ამ სავარაუდოთაგან, საკუთარი თავი საზოგადოებას მხოლოდ ერთმა, გიორგი ვაშაძემ შესთავაზა. იგი გონიერი და მიზანდასახული ახალგაზრდა კაცია, მაგრამ როგორ უნდა საუბრობდეს მთავრობის ჩამოყალიბებაზე 1%-იანი ან გნებავთ, 3%-იანი პარტიის ლიდერი, ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია.

ვის მოიაზრებს ვაშაძე თავისი კაბინეტის წევრებად? თუ ისევ „ნაციონალებს“ და „ევროპულ საქართველოს“, მათ ხომ უკვე უთხრეს უარი მისი პრემიერობის მხარდაჭერაზე?! მოკლედ, შარში ვართ!

მართალი გითხრათ, არც „პატრიოტთა ალიანსის“ 3%-ის, „ლეიბორისტების“ და „ლელოს“ 2%-ის მჯერა. სადღეისოდ მათი მხარდაჭერა მინიმუმ 7-8%-ის ფარგლებშია, თუ მეტი არა.

- IRI-ს გარდა კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციამ Survation ჩაატარა, რომელიც ასევე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ რჩება შთაბეჭდილება რომ რეიტინგებისა და სოციოლოგიური კვლევების ომი დაწყებულია, ამ კვლევების შედეგებზე რას იტყოდით?

- აქ გამოკითხულთა 52% საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნების მხარდაჭერას გამოხატავს. 19% „ნაციონალური მოძრაობის. 8% „ევროპული საქართველოს“. 5% „პატრიოტთა ალიანსის“, ასევე 5% „ლელოს“.

„ოცნების“ წარმომადგენლებს, ბუნებრივია, Survation -ის შედეგების უფრო სჯერათ. ჩვენ კი, ამასობაში, რეიტინგების ომოს მოწმენი ვხდებით და თავი უნდა ვიმტვრიოთ იმაზე, თუ ვისი დაკვეთით ასრულებს ესა თუ ის კომპანია კვლევას, პირდაპირ, ან ირიბად ვინ აფინანსებს მას და ასე შემდეგ.

უკანასკნელი კვლევა, Survation -ის კვლევას ვგულისხმობ, „შუალედურ კვლევად“ წარმოგვიდგინეს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულა და ეს ტელეკომპანია აპირებს მასვე დაუკვეთოს საარჩევნო ეგზიტპოლი. ასე რომ, ვხვდებით კეთილნო, რა მარაზმისკენ მივდივართ?

Survation -ის კვლევა „შუალედურ კვლევად“ წარმოგვიდგინეს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულა და ეს ტელეკომპანია აპირებს მასვე დაუკვეთოს საარჩევნო ეგზიტპოლი. ვხვდებით კეთილნო, რა მარაზმისკენ მივდივართ?

თუ ამას დავამატებთ, სატელეფონო გამოკითხვებს, რომლებსაც ცალკეული პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, საერთოდ აბსურდის თეატრს მივიღებთ. სოციოლოგია საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა, თუ მას კეთილსინდისიერი ადამიანები შესაბამისი მეთოდიკებით აწარმოებენ. ხოლო ჩვენს ქვეყანაში მისი გახდომა ძლიერთა ამა სოფლისათა მომსახურედ, რაც დაახლოებით 20 წელია მიმდინარეობს, ყველაფერი ერთ დიდ უაზრობად აქცია.

არადა, ამ ყველაფრისგან გამოსავალი უმარტივესია - ქვეყანაში უნდა არსებობდეს 2-3 მაინც კეთილსინდისიერი პროფესიონალებისგან შემდგარი სოციოლოგიური კვლევების კომპანია და ეს ამ უსაშველო მარაზმს დაასრულებს.

ამ ყველაფრისგან გამოსავალი უმარტივესია - ქვეყანაში უნდა არსებობდეს 2-3 მაინც კეთილსინდისიერი პროფესიონალებისგან შემდგარი სოციოლოგიური კვლევების კომპანია და ეს ამ უსაშველო მარაზმს დაასრულებს

- სოციოლოგიური კვლევა შეეხო პოლიტიკური ფიგურების მიმართ კეთილგანწყობას. ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ამირან გამყრელიძეს - 74%, შემდეგ გიორგი გახარიას- 63%, კახა კალაძის რეიტინგია - 57%, დავით ბაქრაძის -53%, შალვა ნათელაშვილის -42%.

საგულისხმოა ისიც, რომ ივანიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი 41-41%-ა. ივანიშვილს გიორგი გახარია 22%-ით უსწრებს, ხოლო კახი კალაძეს 6%-ით.

ამ კვლევაში ალეკო ელისაშვილს 34% აქვს და იგი უსწრებს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც 27% აქვს და ნინო ბურჯანაძეს, რომლის რეიტინგი 28%. ასევე უსწრებს ზურაბ ჯაფარიძეს, რომლის რეიტინგი მხოლოდ 13%.

ძირითადი პარტიის ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ პატარა პარტიები 1% ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ ელისაშვილის მაგალითი სწორედაც რომ საპირისპიროზე მეტყველებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით კეთილგანწყობის მიხედვით პოლიტიკოსების იმ რეიტინგს, რაც კვლევამ აჩვენა? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ტენდენციებზე შეიძლება მიანიშნებდეს კვლევის ამ ნაწილის შედეგები?

- ეს მონაცემები IRI-ს ჯადოქრობის ილუსტრაციაა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კითხვარის შემდგენების კომპეტენცია დავიწუნო, მჯერა, რომ შესანიშნავად ფლობენ სათანადო მეთოდიკებს, მაგრამ მაინც ცოტა უცნაური შედეგები წარმოგვიდგინეს.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება პიროვნებათა მიმართ კეთილგანწყობის, გნებავთ ნდობის რეიტინგის, პარტიულ რეიტინგთან პირდაპირი კორელაციის დაშვება, მაგრამ ბოლო კვლევაში დაფიქსირებული დისონანსი მინიმუმ დამაფიქრებელია.

არ შეიძლება პიროვნებათა მიმართ კეთილგანწყობის, გნებავთ ნდობის რეიტინგის, პარტიულ რეიტინგთან პირდაპირი კორელაციის დაშვება, მაგრამ ბოლო კვლევაში დაფიქსირებული დისონანსი მინიმუმ დამაფიქრებელია

ამირან გამყრელიძის და გიორგი გახარიას რეიტინგები რეალობის ადეკვატურად მეჩვენება, მაგრამ დავით ბაქრაძის 53%, ვფიქრობ, გარკვეული კორექციის შედეგია, რა თქმა უნდა, შემცირების მიმართულებით. სხვა დროს IRI და NDI მას ხომ მეტს უწერენ ხოლმე. იმედია, მომიტევებთ ჩემს უწყინარ ირონიას.

- პანდემიის გამო ურთულესი ეკონომიკური პროცესებია მთელ მსოფლიოში. აშშ--ს ეკონომიკა თითქმის 33%-ით შემცირდა, იაპონიის - 25%-ით. ბუნებრივია, კორონავირუსზე დამოკიდებული ეკონომიკის შედეგები ჩვენც შეგვეხო. ხელისუფლების მტკიცებით, ყველაფერი კეთდება ეკონომიკის სფეროში ვითარების გამოსასწორებლად, მაგრამ ამ მხრივ რომ რთული ვითარება გვაქვს, ფაქტია.

ლარის კურსი განაგრძობს ვარდნას. საქმეში ჩახედული ხალხი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას, რისთვისაც უამრავი დოლარი იხარჯება, რომ არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლება დაპირებულ 410 მილიონ ლარს დახარჯავს პანდემიის შედეგების ბრძოლის ფარგლებში, ვითარება არა თუ გაუმჯობესდება, არამედ კიდევ უფრო გაუარესდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით, არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს?

- ვითარება ბუნებრივია, არაორდინალურია, უფრო მეტიც, ექსტრემალურიც კი. პანდემიამ ფაქტობრივად გააჩერა მსოფლიო ეკონომიკა. ეს საყოველთაო გამოწვევაა და ყველა ქვეყანამ შესაბამისად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას. აქ ჩვენ მთავრობასთან ბევრი არაფერი გვაქვს საპრეტენზიო, ასე თუ ისე, მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, იგი ცდილობს ამ გამოწვევას უპასუხოს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის ვარდნაც მოსალოდნელია, დღეის გადასახედიდან სადღაც 7-10%-ის ფარგლებში, მთავარია ამ ზღვარს არ გასცდეს ეკონომიკის შემცირება.

ჩვენი ეკონომიკის ვარდნაც მოსალოდნელია, დღეის გადასახედიდან სადღაც 7-10%-ის ფარგლებში, მთავარია ამ ზღვარს არ გასცდეს ეკონომიკის შემცირება

ლარის გაუფასურებაც, ბუნებრივია მოსალოდნელია და სავალუტო რეზერვების გამოყენებაც მისი გაუფასურების მინიმიზებისთვის ლოგიკურად გამოიყურება, თუმცა ინვესტიციების კლებისა და საერთაშორისო გადმორიცხვების შემცირების გათვალისწინებით ეს პროცესი ვფიქრობ, გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია.

საერთოდაც, ჩვენი ეროვნული ვალუტის თავისუფალი მცურავი კურსი, რა თქმა უნდა, რეალურად რამდენადმე თავისუფალია და რამდენადმე მცურავი.

მთავარია, იმის გათვალისწინებით, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, ეს პროცესი იყოს მართვადი, მოხდეს სერიოზული ექსცესებისა და დესტაბილიზაციის გარეშე და აქ ხელისუფლებასაც ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა და არანაკლები ოპოზიციურ ძალებსაც. და ეს ყველაფერი მოხდება გაურკვეველი ეპიდემიულოგიური მდგომარეობის ფონზე, რომლის მასშტაბების პროგნოზირება შეუძლებელია.

ჩვენი პრობლემა ეკონომიკასთან მიმართებაში, ისაა, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციურ ძალებს არ აქვთ ეკონომიკის ამუშავებისა და განვითარების სიცოცხლისუნარიანი გეგმა.

ჩვენი პრობლემა ეკონომიკასთან მიმართებაში, ისაა, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციურ ძალებს არ აქვთ ეკონომიკის ამუშავებისა და განვითარების სიცოცხლისუნარიანი გეგმა

თითქოსდა არსებობს ასეთი ხედვა - „სტრატეგია აღმაშენებლი“, რომლის დეტალებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია არსებითად კეთილი სურვილების ერთობლიობაა, მისი არსებობა მაინც მისასალმებელია.

თავად მმართველი პარტიისადმი ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მთავარი სასაყვედურო ისაა, რომ მას არ აქვს ეკონომიკის განვითარების მკაფიო გეგმა. კვირიკაშვილის მთავრობის ოთხ პუნქტიანი ვერსიის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად არაფერი შეუთავაზებია ამ მხრივ საზოგადოებისთვის.

თავად მმართველი პარტიისადმი ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მთავარი სასაყვედურო ისაა, რომ მას არ აქვს ეკონომიკის განვითარების მკაფიო გეგმა. კვირიკაშვილის მთავრობის ოთხ პუნქტიანი ვერსიის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად არაფერი შეუთავაზებია ამ მხრივ საზოგადოებისთვის

იმედია, კონსულტაციები, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ ცნობილ და ავტორიტეტულ ეკონომისტებთან (ჩანგი, დი ჯონი, კრამერი), შედეგებს გამოიღებს და საარჩევნომ მარათონში დაწინაურებული მმართველი პარტია „განვითარების ეკონომიკის“ რეალისტურ კონცეფციას შესთავაზებს საზოაგდოებას.

თუმცა, ამ მიმართულებით რაიმე რეალურ გარღვევასაც არ ველი და ამ სკეფსისის საფუძველს მაძლევს კვირიკაშვილის მთავრობის მაშინდელი გატაცება რეინდუსტრიალიზაციის თეორიით, ცნობილი და ავტორიტეტული ამერიკელი ეკონომისტების დანი როდრიკის და ჩარლზ სეიბლის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც შემდგომ არანაირი შედეგები არ მოჰყოლია.

ასე რომ, ჩვენ ველით კონკრეტულ ხედვებს და კონკრეტულ კონცეფციებს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე პარტიებისგან, სამი უმთავრესი მიმართულებით - ეკონომიკა, დეოკუპაცია და მართლმსაჯულების რეალური დამოუკიდებლობის მიღწევა. აქ კი ჯერ-ჯერობით ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ამბობს ახალს და ღირებულს.

- მას შემდეგ რაც „ოცნებამ“ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები დაასახელა, ოპოზიციურ ფლანგზე ვერ მოხერხდა იმავე ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება.

შედეგად მაჟორიტარულ ოლქებში საკმოად საინტერესო სურათს ვიღებთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ რიგ ოლქებში საკმაოდ ბევრი საინტერესო კანდიდატი იყრის კენჭს.

პრაქტიკულად ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ დაასახელა მაჟორიტარულ ოლქებში თავისი კანდიდატები. მოულოდნელი იყო, რომ „ლელომ“ უკან წაიღო თავისი განცხადება არ დაუყენებდა ვაკის ოლქში თავის კანდიდატს ელენე ხოშტარიას, მაგრამ საბოლოოდ იმავე ოლქში ლევან კობერიძე წარადგინა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რიგ ოლქებში „ნაციონალების“ კონკურენტები „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იქნებიან. ახლა საინტერესო ისაა, „ნაციონალებიც“ დაუყენებენ თუ არა კონკურენტს ხოშტარიას?

მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახელება დასრულებული არაა, თქვენ როგორ დაახასიათებდით მაჟორიტარულ ოლქებში დღეისათვის არსებულ სურათს? ისეთი პირი უჩანს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში მეორე ტურების ჩატარება აუცილებელი იქნება...

- რეალურად, ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმარელობაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მასზე გადასვლა ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონისა და პარტიების რესურსის გათვალისწინებით, ნაადრევი მგონია.

მაჟორიტარული სისტემის უარყოფა, მათი ცალკეული გავლენიანი და მდიდარი ადამიანების მიერ საკუთარ დომენებად ქცევის გამო, ასევე არასწორია. მაგრამ, რადგან პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობამ და საზოგადოებამ მთლიანად ასეთ გზას დაუჭირა მხარი, უნდა მივყვეთ ამ გზას და ქვეყანამაც აქედან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს.

შესაბამისად, სავარაუდოდ ბოლო მაჟორიტარული არჩევნებიც უკეთესი პარლამენტის მისაღებადაა გამოსაყენებელი. ამ თვალთახედვით, უკეთესი გამოსავალი არ მგონია ყოფილიყო მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების საპირწონედ ერთიანი, ოპოზიციის მიერ შეთანხმებული კანდიდატების დაყენება.

ასეთ შემთხვევაშიც, „ოცნების“ კანდიდატებს, გარდა „ნაციონალური“ ოპოზიციის კანდიდატისა, კიდევ რამდენიმე კანდიდატი ისედაც დაუპირისპირდებოდა, ვთქვათ „პატრიოტთა ალიანსისგან“, „ლელოსგან“ და ასე შემდეგ. ქართული ოპოზიცია იმდენად ჭრელია, რომ თავიდანვე ცხადი იყო მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხებული კანდიდატების დაყენების პერსპექტივის არარეალურობა.

ქართული ოპოზიცია იმდენად ჭრელია, რომ თავიდანვე ცხადი იყო მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხებული კანდიდატების დაყენების პერსპექტივის არარეალურობა

და საერთოდ, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის მთავარი კითხვა, ამ ეტაპზე პასუხგაუცემელია. ეს კითხვაა - რომელი მთავარი ოპოზიციური ძალა, ხალხის უმეტესობის მხარდაჭერილი და საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა. ამ კითხვას პასუხს გაცემს 31 ოქტომბრის არჩევნები, როგორც მისი პროპორციული ნაწილში, ისე ამა თუ იმ პარტიის კანდიდატის მხარდაჭერა მაჟორიტარულ ოლქებში.

ამის შემდეგ, ოპოზიციურ ძალებს შეუძლიათ მიაღწიონ ერთობას, თანხმობას და კონსენსუსს ცალკეულ ოლქებში, ამა თუ იმ კანდიდატის საერთო მხარდაჭერის შესახებ.

პოლიტიკა, მოგეხსენებათ პროცესია, ამდენად ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე, კულუარული გარიგებები თუნდაც ლეიბორისტების „ფანჩატურში“ ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

მეორე ტურები, რა თქმა უნდა, იქნება...

- თქვენი დაკვირვებით, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენად კარგი ტაქტიკა აქვს არჩეული მმართველ ძალას? თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მისი ტაქტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებად?

- ძნელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ტაქტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბარი იმდენად, რამდენადაც ასეთი არც სტრატეგია და არც ტაქტიკა ჯერჯერობით არ გამოკვეთილა და არც წარუდგენია იგი მმართველ პოლიტიკურ ძალას საზოგადოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სამი თვეც კი აღარაა დარჩენილი. თუმცა, უკვე ცუდია, რომ იგი ისევ არ ამბობს უარს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსზე.

ახალბედები, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე პარლამენტში მოხვედრის ან მინისტრის სავარძელში გამწესების მერე იწყებენ პოლიტიკურ კარიერას, იშვიათად რჩებიან პოლიტიკაში და უპირატესად მალევე ქრებიან ხოლმე არენიდან.

მერე ისევ ახლები მოდიან და ისევ ერთსა და იმავე წრეზე მიდის ტრიალი. როგორც ვხედავ, ბიძინა ივანიშვილი ისევ ამ მიდგომას ერთგულებს და სავარაუდოდ იმავე პრინციპით ადგენს საპარლამენტო არჩევნებში ,,ოცნების“ სიას.

ძნელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ტაქტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბარი იმდენად, რამდენადაც ასეთი არც სტრატეგია და არც ტაქტიკა ჯერჯერობით არ გამოკვეთილა და არც წარუდგენია... თუმცა, უკვე ცუდია, რომ იგი ისევ არ ამბობს უარს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსზე

რა თქმა უნდა, მმართველი ძალის ძლიერი მხარე არაა განვითარების კონკრეტული ხედვის არარსებობა. „ოცნებას“ სერიოზულად აზიანებს საზოგადოებასთან კავშირის გაწყვეტა, როცა არ ჩანს ჩვენი საზოგადოების რა ნაწილის ინტერესებს ასახავს მისი ბუნდოვანი სტრატეგია და ტაქტიკა, არა საარჩევნო, რაც ჯერ არ გამოკვეთილა, არამედ საერთოდ, რვაწლიანი პოლიტიკური კურსი.

ის, რომ „ოცნება“ რეალურად იბრძვის ხელისუფლებაში ახალი ვადით დასარჩენად, მისასალმებელია. სხვა შემთხვევაში, მომავალი არჩევნების ხარისხი კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით უაღრესად დაბალი იქნებოდა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა.

ეს მოცემულ მომენტში თითქოსდა მისი ძლიერი მხარეა, მაგრამ არსებითად სერიოზული ნაკლიცაა რაც „ბელორუსული სინდრომის“ მოდიფიკაციად გამოიყურება - ვიდრე ივანიშვილს და „ოცნებას“ რეალური ალტერნატივა არ ჰყავს, სულ უნდა იყოს ხელისუფლებაში ივანიშვილი და „ოცნება“, ვიდრე ასე თავად ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ.

რეალური ალტერნატივის არარსებობის პირობებში „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ჯამში ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, IRI კვლევით კი 50% გამოურკვეველი ამომრჩეველია, რაც თავად „ოცნების“, ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული პარტნიორების და ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემაა.

რეალური ალტერნატივის არარსებობის პირობებში „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ჯამში ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, IRI კვლევით კი 50% გამოურკვეველი ამომრჩეველია, რაც თავად „ოცნების“, ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული პარტნიორების და ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემაა

რადგან არ არსებოს რეალური ალტერნატივა, რომელსაც ამომრჩევლის ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს, ყველა შემთხვევაში მმართველ ძალას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მეტი ფინანსური რესურსით, პანდემიასთან წარმატებული გამკლავებით, თითქმის გამარჯვების გარანტირებულ შანსს აძლევს. ეს „ოცნების“ მთავარი ძლიერი მხარე და უპირატესობაა, რომელიც გარკვეულ გარემოებათაგან გამომდინარე, შესაძლოა მის ყველაზე სუსტ მხარედ იქცეს.

- ვხედვათ, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტებს აღარ აქვთ მოქმედების ერთიანი გეგმა, მაგრამ ყველა საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების 8 წლიან საქმიანობას.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ მაქსიმალურად არ მარტო ცდილობს „ნაციონალებისგან“ დისტანცირებას, არამედ აქვს მიზანი არჩევნების შედეგად მთავარი ოპოზიციური პარტია გახდეს. ჯერჯერობით ჩანს ის, რომ „ნაციონალებს“ მათზე მეტი მხარდაჭერა აქვთ.

დანარჩენი ოპოზიციური პარტების აქტივობა ცხადად არ ჩანს, რომ მათ ტაქტიკაზე ვისაუბროთ. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ძირითად მოთამაშეებს მხარდამჭერები ჯერ არც ემატებათ და არც აკლდებათ.

თქვენი დაკვირვებით, საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პარტიათაგან პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით რომლის აქტიურობას გამოარჩევდით?

- თუ ოპონენტებში, უწინარეს ყოვლისა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ გულისხმობთ, ვერ დაგეთანხმებით. თუ მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას პიროვნულ დაპირისპირებას და შეუთავსებლობას გულისხმობთ, ეს დეტალია, შესაძლოა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა არსებითი.

ამ ორ პარტიას სხვა არაფერი განასხვავებს ერთმანეთისგან. ერთნაირი ხედვა, როგორც წარსულის, „ნაციონალების“ 9 წლიან მმართველობას ვგულისხმობ, ისე მიმდინარე მომენტის, ერთნაირი დამოკიდებულება „ნაციონალების“ პერიოდის შეცდომების, გადაცდომების და კრიმინალისადმი, ერთნაირი ხედვა საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ერთნაირი მიდგომები დეოკუპაციისადმი, სამეზობლო პოლიტიკისადმი და ასე შემდეგ.

ასე რომ, მოქმედების ერთიანი გეგმის და საქმიანობის კოორდინაციის არქონის მიუხედავად „ნაციონალები“ და „ევროპული საქაართველო“ ერთნაირი ტაქტიკით მიდის არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, წარმატების შემთხვევაში და საჭიროებიდან გამომდინარე, უეჭველად გაერთიანდებიან მომავალ პარლამენტში.

მოქმედების ერთიანი გეგმის და საქმიანობის კოორდინაციის არქონის მიუხედავად „ნაციონალები“ და „ევროპული საქაართველო“ ერთნაირი ტაქტიკით მიდის არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, წარმატების შემთხვევაში და საჭიროებიდან გამომდინარე, უეჭველად გაერთიანდებიან მომავალ პარლამენტში

მათი მხარდამჭერების რაოდენობა არც იზრდება და არც მცირდება. სტაბილურია. ამას განაპირობებს ერთი მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება საქართველოსა და ხელისუფლებაში, მეორე მხრივ კულუარული, მოარული ხმები „ევროპული საქართველოს“ და გიგა ბოკერიას ბიძინა ივანიშვილთან, მოდი ასე ვთქვათ, ფარული კავშირის შესახებ. ესაა და ეს.

რაც შეეხება პოლიტტექნოლოგიებს, აქ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საქმიანობაში სიახლე ბევრი არაფერია. მათი ერთადერთი შანსი ისევ ისაა - მოვლენათა ეპიცენტრის ქუჩაში გადატანა, ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია, არჩევნების შედეგების მასშტაბური და აგრესიული გაპროტესტება.

ასეთ შემთხვევაში სხვა მცირე პარტიების მხარდაჭერა მათ შანსებს მისცემს. მაგრამ დღეის გადასახედიან ასეთი პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

პოლიტტექნოლოგიების თვალსაზრისით გამოვარჩევდი „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. მათი წინასაარჩევნო პროცესი დინამიური, საკმაოდ კრეატიულიც, რესურსებიც - ადამიანურიც და ფინანსურიც აშკარად სახეზეა. თუმცა, ორივე ამ ძალის მომავალს ისევ და ისევ აბუნდოვნებს საზოგადოებისგან დისტანცირება და არაადეკვატურობა მთელი რიგი მიმართულებებით.

პოლიტტექნოლოგიების თვალსაზრისით გამოვარჩევდი „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. მათი წინასაარჩევნო პროცესი დინამიური, საკმაოდ კრეატიულიც, რესურსებიც - ადამიანურიც და ფინანსურიც აშკარად სახეზეა. თუმცა, ორივე ამ ძალის მომავალს ისევ და ისევ აბუნდოვნებს საზოგადოებისგან დისტანცირება და არაადეკვატურობა მთელი რიგი მიმართულებებით

- ჯერჯერობით, რაც ჩანს სურათი ასე გამოიყურება - მმართველი ძალა თავის უმთავრეს კონკურენტად „ნაციონალებს“ მიიჩნევს და მათივე 9 წლიან მმართველობას მე-8 წელია წარმატებით ახსენებს ხალხს.

„ნაციონალები“ და „ევროპული საქართველოც“ ხალხს „ქართული ოცნების“ მთავრობის უფრო დაბალანსებული ძალაუფლებით შეცვლას პირდება. ამ იდეას „ევროპული საქართველო“ ღიად დეკლარირებს, „ნაციონალები“ ნაკლებად, თუმცა ამაზე ისინიც საუბრობენ.

თქვენი დაკვირვებით, ოპოზიციის ლოზუნგი - დღევანდელი მთავრობის დაბალანსებული ძალაუფლებით შეცვლა, შეიძლება აღმოჩნდეს ის იდეა, რომლითაც ოპოზიცია შეძლებს ამომრჩევლთა უმრავლესობის მიმხრობას?

- თუ პირდაპირ უნდა გავცე პასუხი, გეტყვით რომ ვერა, ვერ შეძლებს. ელექტორალური ბაზის გაფართოებას ეს ერთი, ორად გაყოფილი პარტია, ჩემი აზრით, ვერ მოახერხებს. თანაც ცნება - დაბალანსებული ძალაუფლება საკმაოდ ბუნდოვანია და ნებისმიერი პოსტულატებით შეიძლება გამოისახოს.

დაბალანსებული ძალაუფლება საკმაოდ ბუნდოვანია და ნებისმიერი პოსტულატებით შეიძლება გამოისახოს... ამ ლოზუნგით ოპოზიცია ელექტორატის მობილიზებას ვერ შეძლებს

თანაც, დაბალანსებული ძალაუფლების შეპირება არსებითად ავტორიტარული ხელისუფლების მქონე პარტიის მემკვიდრეებისგან ნაკლებად დამაჯერებელია. თუმცა, თუ შეუძლებელს შეძლებენ და ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ვნახოთ ამას როგორ და რამდენად მოახერხებენ. აღდგომა და ხვალეო!

- ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება არ წყნარდება. 2015 წლის ნობელის ლაურიატმა სვეტლანა ალექსეევიჩმა განაცხადა - „ლუკაშენკო, გადადექი ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არაა.“

რით დასრულდება ბელორუსში ქუჩაში გამოსული პოლიტიკური პროცესი თქმა ჭირს. მაგრამ, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბელორუსმა ანალიტიკოსმა მეტად საგულისხმო აზრი გამოთქვა - „ამ არჩევნებში რუსეთს ფსონი პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატზე არ აქვს დადებული. მისი ამოცანაა, ამ არჩევნებში მნიშვნელოვნად დაასუსტოს ლუკაშენკოს ხელისუფლება, რომ შემდეგ იგი მაქსიმალურად დამყოლი აღმოჩნდეს კრემლის იმ წინადადებების მიმართ, რომელსაც მოსკოვი მინსკს მუდმივად სთავაზობს“.

შეიძლება ითვას, რომ ახლა ბელორუსში არსებული ვითარება ყველაზე მეტად ხელს სწორედ კრემლს აწყობს ვინაიდან დესტაბილიზებული ბელორუსი სწორედ კრემლის ინტერესებშია.

გაქვთ იმის განცდა, რომ ჩვენში პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალებს ეყოფათ პოლიტიკური სიმწიფე ქვეყანა არ აღმოჩნდეს იმდენად დესტაბილიზებულ მდგომარეობაში, რომ შემდეგ იგი იოლად მანიპულებადი გახდეს რეგიონალური მოთამაშეებისათვის?

- უწინარეს ყოვლისა, შევთანხმდეთ რომ რუსეთი ერევა ყველა მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში. იგი ერევა შეერთებული შტატების არჩევნებში, დიდი ბრიტანეთის საქმეებში - ბრექსიტი, ერევა საფრანგეთის საქმეებში, მარინ ლეპენის რუსული დაფინანსება და ეს ყოველთვის არ არის პირდაპირ პრორუსული ძალების ან რუსეთთან აფილირებული პერსონების მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, მას აქვს კონკრეტული გეგმა ბელარუსთან და ჭირვეულ ბატკასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, რუსეთს ხელს აძლევს ლუკაშენკოს დასუსტება და დესტაბილიზაცია ბულარუსში, მაგრამ ვითარების მთელი ცინიზმი ისაა, რომ ზოგიერთები ევროპაში ტიხანოვსკაიას რუსულ პროექტად მიიჩნევენ და ზოგან მისი ამჟამად ციხეში მყოფი მეუღლის „დამოუკიდებელ ყირიმში“ ვიზიტის მასალა და ფოტოები ქვეყნდება.

რუსეთს ხელს აძლევს ლუკაშენკოს დასუსტება და დესტაბილიზაცია ბულარუსში, მაგრამ ვითარების მთელი ცინიზმი ისაა, რომ ზოგიერთები ევროპაში ტიხანოვსკაიას რუსულ პროექტად მიიჩნევენ და ზოგან მისი ამჟამად ციხეში მყოფი მეუღლის „დამოუკიდებელ ყირიმში“ ვიზიტის მასალა და ფოტოები ქვეყნდება

ერთი მხრივ, პრეზიდენტი პუტინი პირველი ულოცავს ლუკაშენკოს პრეზიდენტად მორიგი ვადით არჩევას, ხოლო მეორე მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პომპეო ბელარუსის ლიდერს ხელმეორედ არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. ასეთია „ბელორუსული საგის“ პოლიტიკური ფონი. რა არ ხდება ჩვენს გალაქტიკაში.

თუმცა, ჩვენ ჩვენი თავის ტკივილი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ვითარება იოლი არ არის პრემიერ გახარიასთვის. ალიევმა უკვე მიულოცა გამარჯვება ლუკაშენკოს. სავარაუდოა ფაშინიანიც არ დაახანებს.

ვფიქრობ, გახარიამ არ უნდა იჩქაროს, მაგრამ არც ძალიან უნდა დააგვიანოს ლუკაშენკოსთვის მილოცვა. რამეთუ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელთა არაღიარების აქტიური მხარდამჭერიცაა ბულარუსის პრეზიდენტი.

ვფიქრობ, გახარიამ არ უნდა იჩქაროს, მაგრამ არც ძალიან უნდა დააგვიანოს ლუკაშენკოსთვის მილოცვა. რამეთუ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელთა არაღიარების აქტიური მხარდამჭერიცაა ბულარუსის პრეზიდენტი

რაც შეეხება ჩვენში პოპულარულ შეძახილს - „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?“ ჩვენი პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების იმედად ყოფნა ძნელია. ჩვენს ეროვნულ ხასიათში პიროვნული ამბიციები ყოველთვის თრგუნავდა ეროვნულ ინტერესებს. ხშირად გადაგვიყოლებია პიროვნული ამბიციებისთვის საქვეყნო ინტერესი.

ერთადერთი ქართველი ხალხის კეთილგონიერება მაიმედებს, ამის იმედი მინდა გვქოდეს. ეს კეთილგონიერება პრინციპში ყოველთვის ალაგმავდა ხოლმე ცალკეული პირების აულაგმავ ამბიციებს.

“ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო