"პარვუს ჯგუფი" ოზურგეთის ინტერნეტიზაციის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება (R)

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ „ტვ პირველის“ სატელევიზიო სივრცეში გასულ სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტმა ინა ცარციძემ, შპს „პარვუს ჯგუფზე“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია.

სიუჟეტის მიხედვით, კომპანიამ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ვალდებულება თითქოს და, პირადი კავშირების მეშვეობით დაამყარა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მივყვეთ ქრონოლოგიურად:

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეგრაფიულ არეალში, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად, გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დროულად უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა, რაზეც მიიღო თანხმობა.

შესაბამისი კომისიის მიერ საპილოტე რეგიონად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც “ოუფენ ნეტმა” დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას).

აღნიშნული ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე, „ოუფენ ნეტმა“ გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე.

შედეგად, გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტმა“ დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა და მოითხოვა კომპანიებისგან ფასდაკლება, რომელიც დასრულდა 18 მაისს, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანიად შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა.

„პარვუს ჯგუფი“ იხილავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში მიმართვის საკითხსაც, სადაც ინფორმაციის დამახინჯების პრინციპის დარღვევისთვის, ინა ცარციძის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქმისწარმოება და შპს „პარვუს ჯგუფი“ არ იქნება პირველი, ვისაც მოუწევს მის წინააღმდეგ მსგავსი საჩივრის წარდგენა. კომპანია მოუწოდებს ჟურნალისტებს იყვნენ ობიექტურნი და დაიცვან ეთიკის კოდექსი.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა