„საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები ბელარუსში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობენ

„საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები ბელარუსში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობენ.

ორგანიზაციების განცხადებით, ბელარუსში სამართალდამცავების მოქმედებების შედეგად გარდაცვლილია ორი, ხოლო დაპატიმრებულია ათასობით მოქალაქე, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. დაპატიმრებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია.

„გამოაშკარავდა ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი, მათ შორის, ცემის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, დამამცირებელი მოპყრობის. არჩევნებამდეც და მის შემდეგაც ხორციელდება უკანონო ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებზე, სტუდენტებზე. შეიზღუდა წვდომა ინტერნეტზე, რამაც შეაფერხა ბელარუსი ხალხის შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაეზიარებინა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ.

არჩევნებამდე, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დაპატიმრების გზით საარჩევნო პროცესს ჩამოაცილეს მისი პოლიტიკური ოპონენტები, რაც დაუშვებელი და მიუღებელია.

ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არ აღიაროს არჩევნების შედეგები.

ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრ ქვეყნებს, დემოკრატიულ საზოგადოებას, არ მივცეთ საშუალება დიქტატორულ რეჟიმს, ძალადობით დაამარცხოს ბელარუსი ხალხის ნება, უგულვებელყოს მათი ლტოლვა თავისუფლებისაკენ, ხელი შეუშალოს მათ დემოკრატიულ განვითარებაში,“- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციებია: ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; საქართველოს პროფესიული კვაშირების გაერთიანება; ასოციაცია „ტოლერანტი“; ჟურნალისტიკის რესურსცენტრი; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები; ახალგაზრდული ალტერნატივა; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს ჩაი“; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის; ასოციაცია "გადავარჩინოთ მომავალი თაობა"; საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”; ასოციაცია თანხმობა; "ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია"; "საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა