სახელმწიფო მინისტრი - მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას მშვიდობა და შევამსუბუქოთ ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

როგორც თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადმოსვენებულების დაკრძალვა მათი ოჯახების სურვილისამებრ სხვადასხვა ადგილზე მოხდება.

„აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების სურვილის გათვალისწინებით სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულთა დაკრძალვა შედგება სხვადასხვა ლოკაციაზე, მაგ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე. ამავე პრინციპით ორი მთგანის დაკრძალვა დღეს საპატიო სამხედრო პატივით მოხდება დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. არ უნდა განმეორდეს ამგვარი ტრაგედია საქართველოში. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას მშვიდობა და შევამსუბუქოთ საქართველოში ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი და ის მძიმე შედეგები, რაც გამოიწვია საქართველოში მომხდარმა ტრაგიკულმა კონფლიქტმა”-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა დღეს 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს