ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეული ჯგუფები საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციას ცდილობენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულს ის ადამიანები ახორციელებენ, რომლებიც 12-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პერიოდისთვის თავის არიდებას ცდილობენ.
„ბოლო პერიოდში შეინიშნება ტრენდი მიზანმიმართული მცდელობის, მოხდეს საკარანტინო პროექტის დისკრედიტაცია. ბუნებრივია, მცდელობა ვერ მართლდება, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელი და გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზი თუ რატომ გააქტიურდა მსგავსი მცდელობა. მცდელობა ეხება ძირითადად იმ ადამიანებს, იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ აღნიშნული საკითხებით თავი აარიდონ იმ სავალდებულო 14 და უკვე 12-დღიან სავალდებულო კარანტინის პერიოდს. აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას, კიდევე ერთხელ განვმარტო, რომ საკარანტონო სივრცეების პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა, არის საერთაშორიოსოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენ ქვეყანაში „კოვიდ19“-ის გავრცელების პრევენციაში. დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოკვეთილია 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენ ქვეყანაში „კოვიდ19“-ის იმპორტირებას. ალბათ, მარტივია საზოგადოებისთვის, ასევე მედიასაშუალებებისთვის, რომ შეაფასონ, თუ რა იქნებოდა ჩვენ ქვეყანაში, აღნიშნული 300 ადამიანი რომ არ მოხვედრილიყო საკარანტინო სივრცეში, ჩვენ ფაქტობრივად მასიური გავრცელება გვექნებოდა. აქვე მივცემ თავს იმის უფლებას, რომ დაგიდასტუროთ იმპორტირებული „კოვიდ 19“-ის „ქეისები“ ყოველდღიურად მეტ-ნაკლები საშუალოობით დასტურდება საკარანტინო სივრცეებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გრძელდება „კოვიდ19“-ის შემოტანა, რომლის პირველი, ყველაზე ეფექტური პრევენცია საკარანტიონო სივრცეა. არაფერს ვიტყვი იმაზე თუ რამხელა ღირებულება მოაქვს მათ შორის, საკარანტინო სივრცეებს ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირ ხელშეწყობაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"