რომის პაპი ბელარუსში სამართლის დაცვის, ძალადობის შეწყვეტის და დიალოგის მოწოდებით გამოდის

რომის პაპი ფრანცისკე, ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას, ბელარუსში სამართლის დაცვის, ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

„ჩემი ფიქრები მიმართულია ძვირფასი ბელარუსისადმი. ყურადღებით ვადევნებ თვალს არჩევნების შემდგომ ვითარებას ამ ქვეყანაში და მოვუწოდებ დიალოგისკენ, ძალადობაზე უარის თქმისა და სამართლიანობის პატივისცემისკენ. ყველა ბელარუსელის დაცვას ვავედრებ სამყაროს დედოფალს“ , - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

მისივე თქმით, ახსოვს და ლოცულობს ბევრი დრამატული მოვლენისთვის, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში ხდება და რომლებიც ადამიანთა ტანჯვის მიზეზია.

მისივე თქმით, არავინ უნდა დაივიწყოს ის პრობლემებიც, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ბევრ ოჯახში არსებობს, რომლებსაც არ აქვთ სამსახური, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და რომელთაც საკვებიც არ გააჩნიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა