კელი დეგნანი - აშშ  თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ თვლის, რომ ბელარუსში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში არ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება გამოხატონ საკუთარი პროტესტი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს.

„ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ბელარუსიის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს პატივისცემით უნდა მოექცეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება