ზაალ ანჯაფარიძე - დეკლარაცია, რომლითაც პარტიებმა „ოცნებასთან“ კოალიციის არშექმნის  ვალდებულება უნდა აიღონ, პირდაპირი გზაა კონფრონტაციისა და სახელისუფლებო კრიზისისკენ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითადმა პარტიებმა 30-ვე მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელეს თავისი კანდიდატები, თუ საჭადრაკო ტერმინოლოგიას მოვიშველიებთ, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნოდებიუტი გათამაშებულია“.

შესაძლოა, ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არც კი ეღირებოდა, რომ არა ის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში შეთანხმებული კანდიდატების წარდგენის შესახებ გვამცნო.

თუ მაჟორიტარულ ოლქებში ძირითად მოთამაშეებად მიჩნეული პარტიების კანდიდატების სიას გადავხედავთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, მაჟორიტარულ ოლქებში პარტიებმა თავისი კანდიდატები მხოლოდ იმიტომ დააყენეს, რომ უნდა დაეყენებინათ.

თუ ჩავთვლით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენით წინასაარჩევნო საჭადრაკოდებიუტი გათამაშებულია“, თქვენი დაკვირვებით, როგორ გამოიყურება კანდიდატების წარდგენის შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ გათამაშებული დებიუტები?

- მაჟორიტარული არჩევნები იმავე სისტემით ტარდება, რაც წინა წლებში და შესაბამისად პარტიათა ამ „დებიუტებში“ არაფერი საინტერესო არ იკითხება.

ტრადიციულად, რეგიონებში სახელისუფლებო მაჟორიტარ კანდიდატებს გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ. მათ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში გარკვეული ცნობადობა აქვთ და ზოგიერთებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსიც, ამას დაუმატეთ მმართველი გუნდის რესურსები და ადგილობრივი ელიტების ერთი ნაწილის მხარდაჭერაც.

მართალია, ცნობადობა მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებსაც აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მეტწილად უარყოფითი ცნობადობაა, მათი წარსულიდან გამომდინარე.

მართალია, ცნობადობა მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებსაც აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მეტწილად უარყოფითი ცნობადობაა, მათი წარსულიდან გამომდინარე... ვფიქრობ რამდენიმე ოლქში, სადაც ოპოზიციას შედარებით კონკურენტული კანდიდატები ჰყავს, ვიხილავთ მეორე ტურს

რამდენიმე მათგანი კი ანტი-რეიტინგის ლიდერია და ეხლა აღარ ჩავუღრმავდები თუ რატომ. თუმცა, ვფიქრობ რამდენიმე ოლქში, სადაც ოპოზიციას შედარებით კონკურენტული კანდიდატები ჰყავს, ვიხილავთ მეორე ტურს.

- არის მაჟორიტარული ოლქები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ. ასეთებია თბილისის თითქმის ყველა ოლქი, განსაკუთრებით ვაკე, საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი და ისანი.

ასევე როგორც სამეგრელოს, ისე იმერეთის, კახეთის, აჭარისა და გურია მთიანი რაიონების ოლქები. ფაქტია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, „ქართული ოცნებასყველა ოლქის მოგება გაუჭირდება. ეს განსაკუთრებით ეხება თბილისისა და დიდი ქალაქების რიგ ოლქებს.

რაზამ საყვარელიძის აზრით, ცხადად ჩანს, რომ საბურთალოზე ბევრად უფრო მწვავე დაპირისპირება იქნება, ვიდრე ვაკეში. იგივე შეიძლება ითქვას იმ მაჟორიტარულ ოლქებზე, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერშიფის წარმომადგენლები იყრიან კენჭს. დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურების ჩატარება აუცილებელი გახდება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რომელ ოლქებში აქვს აშკარა უპირატესობაოცნებასდა რომელ ოლქებში შეიძლება ჰქონდეს გამარჯვების შანსები ოპოზიციის წარმომადგენლებს?

- თუ ვის რა შანსები აქვს, ეს მეტნაკლებად გამოიკვეთება აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს და უშუალოდ არჩევნების წინ, როდესაც ანალიზისათვის დაგროვდება საკმარისი ინფორმაცია - რაც გულისხმობს მაჟორიტარ კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ხასიათს და მასშტაბებს, ამომრჩეველთან ურთიერთობას, ასევე კონკრეტულ რეგიონებში პარტიის პოზიციებს და ბევრს სხვა ნიუანსებს.

მაგალითად, „ქართული ოცნებისათვის“ რთულ რეგიონებად ითვლებოდა კახეთი და სამეგრელო და ძალიან საინტერესოა რა შედეგები დადგება ამჟამად. სხვა ოლქებში ოპოზიციის კანდიდატების შანსებზე საუბარი რთულია იმ მიზეზ-გარემოებების გამო რაზედაც უკვე ვისაუბრე.

„ქართული ოცნებისათვის“ რთულ რეგიონებად ითვლებოდა კახეთი და სამეგრელო და ძალიან საინტერესოა რა შედეგები დადგება ამჟამად. სხვა ოლქებში ოპოზიციის კანდიდატების შანსებზე საუბარი რთულია იმ მიზეზ-გარემოებების გამო რაზედაც უკვე ვისაუბრე

- ახლა როცა საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული, ძირითადი პოლიტიკური აქტორების წარმომადგენლების მხრიდან უამრავი განცხადებები კეთდება, მაჟორიტარობის კანდიდატები ცდილობენ სოფლებში გზების დაგებას, დაგროვილი პრობლემების გადაჭრას.

მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ხერხდება იმის გარკვევა, როგორია როგორცოცნების“, ისე მათი ოპონენტების რეგიონალური პოლიტიკა, მათ შორის რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკა.

რეგიონებში ვხედავთ, ბუტაფორიებად ქცეულ ადგილობრივ ორგანოებს, უუფლებო თვითმმათველობებს და უამრავ ადგილობრივ პრობლემებს, რომლებიც ადგილზე უნდა წყდებოდეს და არა დედაქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თემების ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია, წინასაარჩევნოდ მთავარი კითხვა მაინც ასე გამოიყურება - რას პირდებაქართული ოცნებაამომრჩეველს და რა ცვლილებებს აანონსებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთს, რამაც შესაძლოა გადაწყვიტოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი?

- „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ გამოუქვეყნებია თავის საარჩევნო პროგრამა. თუმცა, ვვარაუდობ, რომ მათი ერთ-ერთი წინასაარჩევნო კოზირი იქნება სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება და რა თქმა უნდა კორონავირუსით განპირობებული პრობლემების დაძლევა.

ვფიქრობ, კორონავირუსით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების თემა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს წამყვან პარტიათა დაპირებებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ახლად შექმნილი პარტია გრანდიოზულ ცვლილებას ჰპირდება, თუმცა ამომრჩეველი ყოველ მომდევნო არჩევნებზე სულ უფრო კრიტიკული თვალით უყურებს ასეთ დაპირებებს, ალბათ მათი შეუსრულებლობის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე.

ვხედავთ, რომ რამდენიმე ახლადშექმნილი პარტია გრანდიოზულ ცვლილებას ჰპირდება, თუმცა ამომრჩეველი ყოველ მომდევნო არჩევნებზე სულ უფრო კრიტიკული თვალით უყურებს ასეთ დაპირებებს, ალბათ მათი შეუსრულებლობის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე

- რამაზ საყვარელიძის აზრით - „არჩევნებამდე 2 თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობაქართულ ოცნებასაქამდე არ ჰქონია“.

ბევრის თვალსაზრისითაც შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ისიც ფაქტია, როგორც ვაჟა ბერიძე ბრძანებს - „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%, ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა“.

რადგან ჯერ კიდევ მაღალია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში რა შანსები აქვს მმართველ გუნდს და ოპოზიციურ სპექტრს, რომ ჯერაც მერყევი ელექტორატი თავის მოკავშირეებად აქციოს?

- დიახ, ამ ეტაპზე შანსები მმართველ გუნდს უფრო მეტი აქვს, როგორც რაოდენობრივი ისე თვისობრივი პარამეტრებით. დიდწილად ეს ოპოზიციის მიერ დაშვებულმა შეცდომებმაც განაპირობა.

წარმოვიდგინოთ მერყევი ელექტორატის საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი, რომელსაც ახლის და განსხვავებულის სურვილი აქვს. მას ალბათ უნდა მხარი დაუჭიროს ისეთ ახალ ალტერნატიულ ძალას, რომელსაც მისი აზრით აქვს პოტენციალი დაეუფლოს ხელისუფლებას. ასეთი პოტენციალის მქონე ძალა კი როგორც ვხედავთ ჯერ არ გამოჩნდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ მერყევი ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ არ წავა არჩევნებზე, ხოლო ვინც წავა, მათი უმეტესობა ალბათ ისევ მმართველ გუნდს დაუჭერს მხარს.

ვფიქრობ, რომ მერყევი ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ არ წავა არჩევნებზე, ხოლო ვინც წავა, მათი უმეტესობა ალბათ ისევ მმართველ გუნდს დაუჭერს მხარს

ძალიან ბევრ ამომრჩეველს აშინებს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, ხოლო ეს უკანასკნელი თავის აგრესიული რიტორიკით აძლიერებს ამომრჩევლის შიშებს.

ამას გარდა, ვერც „ნაცმოძრაობა“ მისი განშტოებებით და ვერც სხვა ახალი თუ ძველი ოპოზიციური პარტიები „ოცნების“ და ივანიშვილის კრიტიკის გარდა არაფერს ღირებულს და მიმზიდველს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ სთავაზობენ. ასეთი მდგომარეობა, „კი ქართულ ოცნებას’ უხსნის შესაძლებლობის ფანჯარას, რომ შეეცადოს მასზე გულაყრილი ამომრჩევლის დაბრუნებას.

ამავდროულად, „ქართულ ოცნებას“ სირთულეები ელოდება. კორონავირუსის ეპიდსიტუაციის შესაძლო გაუარესების გამო. სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში წინა პლანზე წამოიწევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა ნეგატიური პროცესები. შესაძლოა ამან კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლით დაგროვილი მისი პოლიტიკური და რეპუტაციული დივიდენდები შეამციროს.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაში იქნება, შეძლებს თუ არაქართული ოცნებადამოუკიდებლად მთავრობის დაკომპლექტებას.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომქართულმა ოცნებამდამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება?

- საქართველოში ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჩატარებულმა ოთხმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ მეტნაკლებად გამოკვეთა ამომრჩევლის განწყობებები კონკრეტული პოლიტიკური მოთამაშეებისადმი. ამ მონაცემების თანახმად კი ამომრჩეველთა უმეტესობა ინარჩუნებს ნდობას „ქართული ოცნების“ მიმართ, ხოლო ამ კუთხით ძირითადი ოპოზიციური პარტიების ჩამორჩენა კი საკმაოდ თვალშისაცემია.

ასე რომ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში შეინარჩუნა ნდობის ის ვოტუმი, რაც მას გამოკითხვებით აქვს და სწორი საარჩევნო სტრატეგიით შეძლო დამატებითი ელექტორატის მოზიდვა, 40% +1% უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დაკომპლექტება არ უნდა იყოს დაუძლეველი ამოცანა, მითუმეტეს იმ პროცესების ფონზე რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში შეინარჩუნა ნდობის ის ვოტუმი, რაც მას გამოკითხვებით აქვს და სწორი საარჩევნო სტრატეგიით შეძლო დამატებითი ელექტორატის მოზიდვა, 40% +1% უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დაკომპლექტება არ უნდა იყოს დაუძლეველი ამოცანა, მითუმეტეს იმ პროცესების ფონზე რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს

თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“ - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესები და ხედვა. ეს თვალნათლივ დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ, როდესაც საგარეო პარტნიორთა უპრეცედენტო ჩართულობით და ზეწოლით საარჩევნო სისტემა შეიცვალა იმგვარად, რომ პარლამენტი იყოს პლურალისტული და შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

ვფიქრობ, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესიც და სურვილიც, რომლის გათვალისწინებაც ალბათ მოუწევს მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც. თუმცა, მათი ურთიერთობებიდან გამომდინარე ამ კუთხით სირთულეები და გამოწვევები გველოდება.

-ლეიბორისტულიოფისის ირგვლივ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გარდა იმისა, რომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც ერთმანეთის ხმების დაცვა ივალდებულეს, „ნაცმოძრაობაგამოვიდა ინიციატივით რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას რომ ისინი მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციასქართულ ოცნებასთან“.

ლეობორისტულიოფისის ირგვლივ შეკრებილ ოპოზიციური გაერთიანებიაში აღარაალელო, მაგრამლელოსლიდერებს არა ერთხელ აქვთ გაცხადებული რომქართულ ოცნებასარ დაეხმარებიან მთავრობის დაკომპლექტებაში და მათ მთავრობაში თავის ადგილს ვერ ხედავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც უცნობიანაციონალებისინიციატივა რა შედეგით დასრულდება, თქვენ როგორ შეაფასებდით თავად დეკლარაციას და თქვენი დაკვირვებით, იმ შემთხვევაში თუქართულ ოცნებასმთავრობის დაკომპლექტებაში პარლამენტში პარტნიორები დასჭირდა, სავარაუდოდ რომელ პოლიტიკურ ძალასთან მოუწევს მას თანამშრომლობა?

- „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია თავის შინაარსით და პათოსით აპრიორი აცხადებს მომავალ არჩევნების გაყალბებაზე, რაკი ხმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია წინასწარ უნდობლობას უცხადებს არჩევნებს და დიდი ალბათობით არ აღიარებს მის შედეგებს, თუკი მისთვის ხელსაყრელი არ იქნა. ასეთი დამოკიდებულება კი ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს.

პოლიტიკური დიალოგის სივრცეს ასევე სპობს ოპოზიციის დაგეგმილი მეორე ერთობლივი დეკლარაცია, რომლითაც პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის არშექმნის ვალდებულება უნდა აიღონ. ვფიქრობ ამგვარი ნაბიჯები წინააღმდეგობაშია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებთან და სურვილებთან საარჩევნო სისტემის და გარემოს გაუმჯობესებაზე და დაძაბულობის შემცირებაზე. ეს არის პირდაპირი გზა კონფრონტაციისა და სახელისუფლებო კრიზისისკენ, აქედან გამომდინარე შედეგებით.

პოლიტიკური დიალოგის სივრცეს ასევე სპობს ოპოზიციის დაგეგმილი მეორე ერთობლივი დეკლარაცია, რომლითაც პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის არშექმნის ვალდებულება უნდა აიღონ... ეს არის პირდაპირი გზა კონფრონტაციისა და სახელისუფლებო კრიზისისკენ, აქედან გამომდინარე შედეგებით

ამ კონტექსტში მინდა შევეხო გუშინ გამოქვეყნებულ NDI-ის ანგარიშს საარჩევნო გარემოზე, რომელშიც არჩევნების სანდოობა დასახელებულია როგორც გამოწვევა, რაც ფაქტიურად უნისონშია ოპოზიციის განცხადებებთან და ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ.

ვფიქრობ ჩვენთან შექმნილი სიტუაციის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი სიფრთხილე და სიზუსტე მართებთ თავიანთ შეფასებებში. თუ რატომ, მგონი ახსნას არ საჭიროებს. კარგი იქნება თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდება საარჩევნო პროცესის და სისტემის მიმართ ნდობის დასადგენად.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილზე რას იტყოდით?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე ნაადრევია და ექსპერტული კუთხით არც ისე გამართლებული, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ უცნობია რომელი და რამდენი პარტია მოაწერს ხელს „ნაციონალების“ მიერ შეთავაზებულ მეორე დეკლარაციას.

ვფიქრობ რამდენიმე პარტია თავს შეიკავებს. როდესაც გავიგებთ თუ როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია დალაგდება მომავალ პარლამენტში, მაშინ უფრო უპრიანი იქნებოდა ამ საკითხის განხილვა.

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, თუკი „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობა დაუდგება, პარტნიორების შერჩევისას მას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებაც მოუწევს.

თუკი „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობა დაუდგება, პარტნიორების შერჩევისას მას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებაც მოუწევს

- ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში მიმდინარე პროცესები მსოფლიო მედიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია, ბელორუსში მიმდინარე პროცესების თემას გვერდს ვერ აუვლით.

როგორც ერთმა ცნობილმა რუსმა მიმომხილველმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილემ გიორგი კუნაძემ თქვა - საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ბელარუსელ ხალხს აღარ სურს ბელარუსულ საკოლმეურნეო სოციალიზმის ნაკრძალში ცხოვრება.“

ეს გასაგებია, მაგრამ სახალხო პროტესის ფონზე ლუკაშენკოზე ბევრად გაიზარდა კრემლისა და პუტინის გავლენა.

რეალურად სურათი ასე გამოიყურება - ლუკაშენკოს დასუსტებით ყველაზე მეტად კრემლმა იხეირა. რადგან საპროტესო ტალღა არ ცხრება და დიდია იმის ალბათობა, რომ მინსკის სუვერენიტეტისაგან ბევრი არც არაფერი დარჩეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბელარუსში განვითარებულ პროცესებს, თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება ბელარუსში პროცესები?

- თბილისიდან ცოტა რთულია იქაური პროცესების ზუსტი შეფასება. ბევრი რამ გარეშე თვალისგან დაფარულია. საგულისხმოა, რომ საპროტესტო აქციებს აქამდე არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი ან ლიდერები. ამავე დროს, პროტესტი საკმაოდ კოორდინირებულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს.

ეხლა აქციის მონაწილეებსა და ლუკაშენკოს რეჟიმს შორის ერთგვარი ნერვების ომია. ხელისუფლება ტყუილად იმედოვნებს, რომ აქციები გამოიფიტება და მიილევა, რადგანაც მათ უკვე მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღეს.

ეხლა აქციის მონაწილეებსა და ლუკაშენკოს რეჟიმს შორის ერთგვარი ნერვების ომია. ხელისუფლება ტყუილად იმედოვნებს, რომ აქციები გამოიფიტება და მიილევა, რადგანაც მათ უკვე მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღეს

რუსეთსაც მიუძღვის ამ აქციებში გარკვეული წვლილი, მას სურს დასაჯოს და გონზე მოიყვანოს ორ სკამზე ჯდომის მსურველი ლუკაშენკო მისი ამბიციებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ბელარუსში რუსეთის უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტებია განლაგებული, მათ შორის სარაკეტო თავდასხმაზე ადრეული შეტყობინების სისტემა.

რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, რუსეთი სამხედრო ინტერვენციას ვერ გაბედავს, ის იმოქმედებს სიტუაციის შესაბამისად და ლუკაშენკოს გაწირავს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლებაში შენარჩუნების ყველა რესურსი ამოიწურება, მანამდე კი მის შემცვლელს შეარჩევს.

თუ დააკვირდით, საპროტესტო აქციებზე არ არის ანტი-რუსული განწყობები და რიტორიკა, როგორც ეს იყო უკრაინაში, რადგანაც აქციის ორგანიზატორებს როგორც ჩანს არ სურთ რუსეთს მისცენ ჩარევის რაიმე საბაბი.

თუ დააკვირდით, საპროტესტო აქციებზე არ არის ანტი-რუსული განწყობები და რიტორიკა, როგორც ეს იყო უკრაინაში, რადგანაც აქციის ორგანიზატორებს როგორც ჩანს არ სურთ რუსეთს მისცენ ჩარევის რაიმე საბაბი

ბელარუსის გამო კონფლიქტის ინიცირება რუსეთთან არც ევროპას უნდა სურდეს. ამიტომ, ვფიქრობ ყველა დაინტერესებული მხარე შეეცდება კომპრომისული ვარიანტის გამოძებნას, რაც სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუმცა ბოლომდე გამორიცხული არც სხვა სცენარებია.

დიდი მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებენ ადგილობრივი ელიტები. თუ ისინი ლუკაშენკოს განუდგნენ, მაშინ ბელარუსის არსებული რეჟიმის ცვლილება უფრო სწრაფად მოხდება.

- დამკვირვებელთა ნაწილი არა თუ არ გამორიცხავს, ღიად საუბრობს იმაზე, რომ ბელარუსზე კონტროლის დამყარების შემდეგ კრემლი ბალტიის ქვეყნების მიმართულებით გააქტიურდება.

ვხედავთ, რომ ევროკავშირი გეგმავს სანქციები დაუწესოს ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ლუკაშენკოს. ამის ფონზე ლუკაშენკომ სამხედრო სწავლებები ლიეტუას საზღვართან დაიწყო.

როგორადაც არ უნდა განვითარდეს ბელარუსში პროცესები, ჩვენთვის ყველაზე აქტუალური მგონია ბელარუსის არჩევნების გაკვეთილები. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება საქართველოსთვის ბელარუსის არჩევნების გაკვეთილები?

- რუსეთს გაუჭირდება ბელარუსზე სრული კონტროლის დაამყარება. ბელარუსის მოსახლეობის განწყობები არ იძლევა ამის საფუძველს. რაც შეეხება ბელარუსის არჩევნების გაკვეთილებს საქართველოსათვის, ჩვენ ეს გაკვეთილები კარგა ხნის წინ გავიარეთ და არჩევნების ასე თავხედურად და მასობრივად გაყალბება ჩვენთან გამორიცხულია.

ეტყობა, ბელარუსის პროცესებმა ჩვენში ცნობილ პოლიტიკურ ძალებს გარკვეული სტიმული მისცა და „რევოლუციური ქავილი“ გაუძლიერა. ამიტომაც, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებში უნდა იყოს ამ არჩევნების სამაგალითოდ ჩატარება, იმისათვის რომ ბელარუსის სცენარის ინიცირება არ მოხდეს

თუმცა, ეტყობა, ბელარუსის პროცესებმა ჩვენში ცნობილ პოლიტიკურ ძალებს გარკვეული სტიმული მისცა და „რევოლუციური ქავილი“ გაუძლიერა. ამიტომაც, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებში უნდა იყოს ამ არჩევნების სამაგალითოდ ჩატარება, იმისათვის რომ ბელარუსის სცენარის ინიცირება არ მოხდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო