შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - ადვოკატების დისკრედიტაცია შეგნებულად მიმდინარეობს, ჩვენი უფლებებით ვერ ვსარგებლობთ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეგნებულად მიმდინარეობს ადვოკატების დისკრედიტაცია, არ გვაქვს შესაძლებლობა ვისარგებლოთ ჩვენი უფლებებით, რომ სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესები, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის გ.მ-ს ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა. ადვოკატებმა ერთობლივი განცხადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იუსტიციის მინისტრსაც მიმართეს, რომ მცხეთის სასამართლოს 5 მაგიდა გამოუყონ.

„ადვოკატებს არ გვაქვს ელემენტარული ინვენტარი, არ გვაქვს მაგიდები, არ გვაქვს დენის წყარო ინტერნეტით სარგებლობისთვის, ვინაიდან საქმე არის მოცულობითი დაახლოებით 2000-გვერდიანი, მატერიალური სახით მათი მოტანის შემთხვევაში, ხელში უნდა გვეჭიროს 2000 ფურცელი და ისე უნდა დავესწროთ პროცესს. იმის საშუალებაც არ არის რომ ელექტრონული ფორმით ანუ კომპიუტერით ჩაწერილით ვისარგებლოთ სასამართლოში. მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იუსტიციის მინისტრს, იქნებ დაგვდოთ პატივი, სასამართლოს გამოუყოს 5 მაგიდა, რათა ადვოკატებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სრულყოფილად განვახორციელოთ ჩვენი მოვალება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები,” - განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

ადვოკატების განცხადებით, თუ შემდგომ სასამართლო პროცესზე მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პროტესტს გამოხატავენ და სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან.

„სასამართლო ისე დაიწყო და ისე მიმდინარეობდა, რომ სასამართლოს არც კი უფიქრია, რომ ასეთი პირობები შეექმნა. მე დავაყენე ეს საკითხი სასამართლო სხდომაზე, თუმცა დღემდე გაურკვეველია სასამართლო უზრუნველყოფს თუ არა მაგიდებს. შემდეგ სასამართლო სხდომაზე თუ ასე გაგრძელდება ადვოკატების უფლებების დარღვევა, ჩვენ ვართ არათანაბარ პირობებში პროკურატურასთან შედარებით, შესაძლოა გამოვხატოთ პროტესტი და არ დავესწროთ სასამართლო პროცესს”, - აღნიშნა როსტომ კერესელიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო