პარლამენტის თავმჯდომარე ლავროვის განცხადებაზე - საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს

საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, - ასე ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ რუსეთს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია სურს, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„ლავროვის განცხადებაზე ხელისუფლების პოზიცია პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გაახმოვანა. მე, რასაკვირველია, შემიძლია ის გითხრათ, რომ საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენ მხარესაა - ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რა საკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე.

მე მინდა გითხრათ, საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება, დარწმუნებული ვართ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, - განაცხადა თალკავაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება. ამასთან, განაცხადა რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო