ბელარუსის არმია ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გამართავს

ბელარუსის არმია 28-31 აგვისტოს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, ყოვლისმომცველი ტაქტიკური წვრთნები მოიცავს საჰაერო სადესანტო ძალებს, ჯავშანსატანკო და საარტილერიო დანაყოფებს და აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატებისა და ელექტრონული საბრძოლო მოქმედებების სისტემების რაზმებს.

„წვრთნების ფარგლებში ვერტმფრენები მინსკის რეგიონის მაჩულიშჩის აეროდრომიდან გროდნოს რეგიონში მდებარე ლიდას აეროდრომამდე განლაგდებიან. ბრესტის რეგიონში მდებარე საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ჯარების 174-ე საწვრთნელ ბაზაზე კი, მე-6 და მე -11 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო ბატალიონები ტუნგუშკას ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისგან ცეცხლს გახსნიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაავალა, პოლონეთსა და ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, ნატოს ძალების გადაადგილებას ყურადღებით დაკვირვებოდნენ და ბელარუსის დასავლეთ საზღვრებზე ჯარი განელაგებინათ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს