გიგი უგულავა ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე, ასევე სოფელ ინგირში დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავას თქმით, დევნილებს უმძიმესი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და მათი მთავარი პრიორიტეტი ამ პრობლემების მოგვარებაა.

„საქართველოში დევნილი უნდა დარჩეს, როგორც პოლიტიკური სტატუსი და მას არ უნდა ჰქონდეს სოციალური დისკრიმინაციის სახე. 30 წლიანი დევნილობის შემდეგ ჩვენი თანამოქალაქეები ამას იმსახურებენ. დევნილზე ადამიანს არა სიღარიბე, არამედ ის პოლიტიკური ტკივილი უნდა ახსენდებოდეს, რაც გვაქვს, ანუ ოკუპაცია. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ დევნილ მოსახლეობაში სრული მხარდაჭერა იქნება, რადგან მათაც მობეზრდათ ის უაზრო დაპირებები, რასაც „ქართული ოცნება“ აძლევთ“, - აცხადებს გიგი უგულავა.

ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო