ელენე ხოშტარია - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები - ყველამ უნდა იცოდეს, ამ რეგიონში არ არის დიქტატორების ადგილი

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან ბელარუსი ხალხის სოლიდარობის აქციაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ხოშტარიამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ბელარუს ხალხს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ სოლიდარობა გამოუცხადოს.

„ეს არის სოლიდარობის აქცია. მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ამ ადამიანების გვერდით უნდა იყოს, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ადამიანებს კლავენ, იტაცებენ. სიცოცხლის საფრთხის ხარჯზე ისინი თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები და საბოლოოდ დამარცხდეს საბჭოთა კავშირი, რომელიც არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის გზით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ რეგიონში არ არის დიქტატორების ადგილი, არამედ აქ არის თავისუფლების მოყვარული ადამიანების ადგილი. ბელარუსი აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც ჰგონია პუტინს, ლუკაშენკოს და სხვა დიქტატორებს", - განაცხადა ხოშტარიამ.

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში მოვლენები „ფერადი რევოლუციების“ გეგმის მიხედვით, „გარე ფაქტორის მონაწილეობით“ ვითარდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს