მოსკოვმა და ანკარამ S-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეორე პარტიის თურქეთისთვის მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს

მოსკოვმა და ანკარამ S-400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო თავდაცვითი სისტემის მეორე პარტიის თურქეთისთვის მიწოდების შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის უწყების „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა ჟურნალისტებს საერთაშორისო სამხედრო-ტექნოლოგიურ ფორუმზე განუცხადა.

მისივე თქმით, თურქეთისთვის S-400-ის მიწოდების შესახებ მეორე კონტრაქტი ხელმოწერილია, თუმცა მოსკოვსა და ანკარას მოუწევთ მისი რეალიზაციის ფინანსურ მოდელზე იმსჯელონ. „ეს უკვე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე საბოლოოდ გადაწყვიტონ ამ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები“, - განუცხადა ალექსანდრ მიხეევმა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხისას, დაიწყება თუ არა 2021 წელს თურქეთისთვის S-400-ის დამატებითი პარტიის მიწოდების შესახებ კონტრაქტის რეალიზაცია.

შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთისგან S-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოთხი დივიზიონი 2019 წელს შეიძინა. ამ კონტრაქტის წინააღმდეგი იყო აშშ. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ S-400 ნატო-ს თავდაცვით სისტემებს არ შეესაბამება და ალიანსის წევრებს საფრთხეს უქმნის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ