გიგა ტატიაშვილის ადვოკატი - სასამართლო პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარის ასრულებას ჰგავდა

„გიგა ტატიაშვილის პატიმრობის ერთადერთი მიზანია ხელოვნურად ფორმირებული საზოგადოებრივი აზრი, შიში და მტკიცებულებების აბსოლუტური არარსებობა ამ ადამიანის მიმართ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ძიუდოისტის გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარის ასრულებას ჰგავდა.

,,მე ცალსახად მივუთითე, რომ ერთადერთი მიზანი ტატიაშვილის პატიმრობის არის ხელოვნურად ფორმირებული საზოგადოებრივი აზრი, შიში და მტკიცებულებების აბსოლუტური არარსებობა ამ ადამიანის მიმართ. ეს უბრალოდ ჰგავდა წინასწარ გაწერილი სცენარის ასრულებას. მოსამართლის არიდებასთან დაკავშირებით მე შუამდგომლობა არ დამიყენებია, დააყენეს ჩემმა კოლეგებმა, თუმცა არ იყო დაკმაყოფილებული. ტატიაშვილს ეგონა, რომ როდესაც მისი მანქანიდან გადასულებთან მოუვიდათ კამათი შაქარაშვილი ამის შემდეგ დაიკარგა. მან მეორე დღემდე არ იცოდა, რომ მეორე დაპირისპირებაც მოხდა,” - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს