სავაჭრო პალატა რეგიონულ ბიზნეს ახალ ონლაინ სერვისებს აცნობს

საქართველოს სავაჭრო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატასთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელთან, კნუტ გერბერთან და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურ მდივანთან, ბექა ინჯიასთან ერთად იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში 20 -მდე საწარმოს საქმიანობას გაეცნენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, სავაჭრო პალატის წარმომადგენლემა ჩაის, მზის პანელების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ჩირისა და სუნელების წარმოება დაათვალიერეს. ასევე, ესტუმრნენ ლოკოკინების ფერმას, სამკერვალო და თხილის გადასამუშავებელ ქარხნებს, მოცვის პლანტაციებს და სხვა.

მათი ინფორმაციით, ძირითადად, შეხვედრები საშუალო და მსხვილ მეწარმეებთან მიმდინარეობს, რომლებსაც ექსპორტის პოტენციალი გააჩნია. პალატის წარმომადგენლები უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოებშიც იმყოფებოდნენ.

„შეხვედრების ფარგლებში პალატის წარმომადგენლებს დეტალურად გავაცანით ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებები და განვითარების პერსპექტივებიც. ასევე, პალატის სერვისები, მათ შორის ახალი ციფრული მომსახურებები და პალატის წევრობის უპირატესობები ადგილობრივ და საერთაშორისო ჭრილში. ამასთან, მეწარმეებმა მიიღეს ინფორმაცია მათი ბიზნეს საქმიანობის დაცვის მექანიზმების შესახებ, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზარზე. შეხვედრის ფორმატში ვეცნობით იმ ძირითად გამოწვევებსაც, რაც სექტორში არსებობს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოწვევების დაძლევის მიზნით პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციებისთვის. გარდა ამისა, ვიმუშავებთ სექტორზე მორგებულ პროექტებზე,’’-განაცხადა რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ვეკუამ.

პალატა გეგმავს ანალოგიური შეხვედრებს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი