შატილის გზაზე ამ წუთებში ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს

შატილის გზაზე, ავარიის ადგილზე, ამ წუთებში ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ხევსურეთიდან იუწყება, აღნიშნული მიზნით ტრაგედიის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს.

ხევში რჩება სიმაღლიდან გადავარდნილი ჯიპიც, რომელთან მიკროავტობუსის შეჯახებამაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჯიპი ხეებს შორისაა გაჭედილი. ორივე ავტოსატრანსპორტო საშუალებას დღეს ამოიყვანენ.

აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და მგზავრებს გადაადგილების საშუალება ეძლევათ.

შატილის გზაზე, სადაც გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს