შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და  მათი მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლალი ტურძელაძემ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს